კარგი სერიალები საუკეთესო სიუჟეტისა და სამსახიობო ოსტატობის გარდა ერთი მცირე, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი დეტალით გვამახსოვრდება – ესაა ინტრო ანუ დასაწყისი თემა (Opening), რომელშიც მთელი სერიალის სულისკვეთება შთამბეჭდავმა მუსიკამ და გამოსახულებამ ორიოდე წუთში ან უფრო ნაკლებ დროში შეიძლება გადმოგვცეს და წინასწარი განწყობა შეგვიქმნას.
რაც უფრო ეფექტურად მოახერხებს ინტრო წინასწარგანწყობის შექმნას და ამავე დროს ღრმად ჩაგვებეჭდება, იმდენად რომ მის მუსიკასა და გამოსახულებას ვერასდროს დავივიწყებთ, მით უფრო ეფექტურად ითვლება ის. სწორედ ამ მთავარი ნიშნით გავაერთიანეთ მრავალი მოსაზრების თანახმად 20 საუკეთესო თემა ჩვენი საყვარელი სერიალებიდან.
კიდევ ერთხელ უყურეთ საუკეთესო დასაწყისებს (თანმიმდევრობა პირობითია) და ისიამოვნეთ ხელოვნების ამ ნიმუშებით.
1. მეგობრები
თემის მუსიკა: The Rembrandts – I’ll Be There for You
2. ცხენი ბოჯეკი
თემის მუსიკა: Patrick Carney (The Black Keys) feat. Ralph Carney
3. დიდი აფეთქების თეორია
4. სიმფსონები
თემის მუსიკა: Danny Elfman
5. ახალგაზრდა პაპი
თემის მუსიკა: Paolo Sorrentino
6. ნამდვილი დეტექტივი
თემის მუსიკა: The Handsome Family – Far From Any Road
7. ნარკობარონი
თემის მუსიკა: Rodrigo Amarante – Tuyo
8. თავქარიანი
თემის მუსიკა: John Paesano Braden Kimball
9. ტვინ პიქსი
თემის მუსიკა: Angelo Badalamenti
10. ამერიკელი ღმერთები
თემის მუსიკა: Brian Reitzell
11. ექვსი ფუტის სიღრმეში
თემის მუსიკა: Thomas Newman
12. შეშლილები
თემის მუსიკა: “A Beautiful Mine” (ინსტრუმენტალი) RJD2
13. უცნაური ამბები
თემის მუსიკა: Kyle Dixon და Michael Stein
14. საიდუმლო მასალები
თემის მუსიკა: Mark Snow
15. დექსტერი
თემის მუსიკა: Daniel Licht
16. მძიმე დანაშაული
თემის მუსიკა: Dave Porter
17. დიდი პატარა ტყუილები
თემის მუსიკა: Michael Kiwanuka’s “Cold Little Heart”
18. ველური დასავლეთის სამყარო
თემის მუსიკა: Ramin Djawadi
19. სამეფო კარის თამაშები
თემის მუსიკა: Ramin Djawadi
20. მიტოვებულები
თემის მუსიკა: Max Richter