სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ვიდეო: 10 მსახიობი, რომელიც თავისუფლად ფლობს უცხო ენას

Cinemania ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2018
რუბრიკა ვიდეო
0
ვიდეო: 10 მსახიობი, რომელიც თავისუფლად ფლობს უცხო ენას
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჰოლივუდის ვარსკვლავები არამხოლოდ პოპულარულები, მიმზიდველები და ნიჭიერები არიან – ისინი სხვა უამრავ საჭირო ტალანტს და უნარსაც ფლობენ. ერთ-ერთი ასეთია უცხო ენების ცოდნაც, რომელშიც ზოგიეთი ვარსკვლავი მართლაც გამორჩეულია. რამდენიმე მსახიობი ნამდვილი პოლიგლოტია, ზოგიც თავისუფლად საუბრობს უცხო ენაზე, მაგალითად, სელმა ჰაიეკი (პორტუგალიური, არაბული), მორგან ფრიმენი (ფრანგული), უილ სმიტი (ესპანური). ბევრი მათგანი კამერების წინაც იწონებს თავს უცხო ენის დიდებული ცოდნით და უცხოენოვან აუდიტორიას საკუთარ ენაზე მიმართავს.

დღეს წარმოგიდგენთ ვიდეოჩანაწერებს, რომლებშიც ჩვენი საყვარელი მსახიობები უცხო ენის შესანიშნავად ცოდნით გაგაოცებენ. უყურეთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდით მათ უსაზღვრო ნიჭიერებაში.

1. ნატალი პორტმანი – ებრაული

ნატალი პორტმანი ებრაელია, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი ისრაელში არ გაუტარებია. ამას ხელი არ შეუშლია მსახიობისთვის, სრულყოფილად შეესწავლა ებრაული ენა. ის ხშირად იძლევა ივრითზე ინტერვიუებს და ყველას აოცებს ამ საკმაოდ რთული ენის შესანიშნავი ცოდნით.

ებრაულის გარდა ნატალი ფლობს ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, იაპონურ და არაბულ ენებს. ის ნამდვილი პოლიგლოტია.

2. ბრედლი კუპერი – ფრანგული

ბრედლი კუპერს ხშირად უწოდებენ “ცოცხალ მამაკაცებს შორის ყველაზე სექსუალურს” და ძნელია ამას არ დაეთანხმო, მით უმეტეს, რომ ის ბრწყინვალედ ფლობს ყველაზე სექსუალურ ენად აღიარებულ ფრანგულს.

3. ლეონარდო დიკაპრიო – გერმანული

გერმანულ-იტალიური წარმოშობის ლეო ორივე ენაზე მშვენივრად საუბრობს.

4. ჯოზეფ გორდონ-ლევიტი — ფრანგული

ჯოზე გორდონ-ლევიტი თვითაღიარებული ფრანკოფილია. ის ფრანგული ენით სერიოზულად კოლუმბიის უნივერსიტეტში ფრანგული პოეზიის შესწავლის შემდეგ დაინტერესდა. მსახიობი სრულყოფილად საუბრობს ამ ენაზე.

5. სანდრა ბულოკი – გერმანული

სანდრა ბულოკმა ბავშვობის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა. დედამისი გერმანული წარმოშობის ოპერის მომღერალი იყო და შვილსაც სრულყოფილად შეასწავლა ეს ენა.

6. კოლინ ფერტი – იტალიური

ფილმში რეალური სიყვარული, კოლინ ფერტის გმირი ცდილობს, პორტუგალიური ისწავლოს, რათა საყვარელ ქალს ესაუბროს. ეს ამბავი მსახიობის რეალურ ისტორიას ჰგავს: კოლინმა იტალიურის სწავლა თავისი მომავალი მეუღლის, ლივია ჯიუჯოლის გაცნობის შემდეგ დაიწყო. დღეს ის ისევე სრულყოფილად საუბრობს იტალიურად, როგორც თავის მშობლიურ ინგლისურზე.

7. გვინეთ პელტროუ – ესპანური

გვინეთს ხშირად აღუნიშნავს, რომ ევროპა მშობლიურ ამერიკაზე მეტად მოსწონს. გვინეთმა 15 წლის ასაკში დაიწყო ესპანური ენის შესწავლა და ამჟამად ის თავისუფლად ფლობს ამ ენას, ხოლო ესპანურენოვან ფანებს კი აოცებს და ახარებს ესპანური საუბრით.

8. უილ სმიტი – ესპანური

უილ სმიტმა ესპანური სკოლაში ისწავლა და დროთა განმავლობაში საკმაოდ დახვეწა ამ ენაზე საუბარი.

9. ტომ ჰიდლსტონი – ფრანგული

ბრედლი კუპერს კონკურენტი გამოუჩნდა! უნიჭიერესი და უსექსუალურესი ტომ ჰიდლსტონი არამარტო ფრანგულად საუბრობს, არამედ საკმაოდ კარგად ფლობს ესპანურს. იცის სიტყვები ძველბერძნულად, იტალიურად, გერმანულად, რუსულად, ჩინურად და კორეულადაც კი. ნამდვილი ღმერთკაცია!

10. ვიგო მორტენსენი – დანიური და კიდევ ოთხი ენა!

ვიგო მორტენსენი პოლიგლოტ მსახიობებში ნამდვილი ჩემპიონია. მას მრავალეთნიკური წარმოშობა აქვს: მისმა ამერიკელმა დედამ და დანიელმა მამამ ერთმანეთი ნორვეგიაში გაიცნეს. ვიგოს დაბადების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ვენესუელაში გადავიდა, შემდეგ დანიაში, შემდეგ კი არგენტინაში, სადაც ვიგო მორტენსენი 11 წლამდე ცხოვრობდა. საბოლოოდ ვიგომ ამერიკაში, ნიუ-იორკში გადასახლება გადაწყვიტა. ასეთი მრავალფეროვანი ცხოვრების წყალობით ვიგო ხუთ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობს: ინგლისურად, დანიურად, ესპანურად, ფრანგულად და იტალიურად. გარდა ამისა, მას კარგად ესმის ნორვეგიული და შვედური.

ბრედლი კუპერიგერმანულიგვინეთ პელტროუესპანურივარსკვლავებივიგო მორტენსენივიდეოიტალიურიკოლინ ფერტილეონარდო დიკაპრიომსახიობებინატალი პორტმანიპოლიგლოტისანდრა ბულოკისაუბარიტომ ჰიდლსტონიუილ სმიტიუცხო ენაფრანგულიცნობილი ადამიანებიჯოზეფ გორდონ ლევიტი
Previous Post

ქსავიე დოლანის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე შედგება

Next Post

ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი შარლიზ თერონს შეუერთდნენ ახალ ფილმში

Next Post
ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი შარლიზ თერონს შეუერთდნენ ახალ ფილმში

ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი შარლიზ თერონს შეუერთდნენ ახალ ფილმში

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020