ამერიკულმა პოპ-ჯგუფმა Maroon 5-მა ახალი სინგლი, “Girls Like You” წარადგინა რომელიც Cardi B-სთან დუეტია. საინტერესო კი ჯგუფის ახალ კლიპში ისაა, რომ მასში ცნობილი მსახიობები თუ შოუბიზნესის სხვა სახეები მონაწილეობენ.
გარდა თავად ვოკალისტისა, კლიპში ჩანან მილი ბობი ბრაუნი, გალ გადოტი, ჯენიფერ ლოპესი, სარა სილვერმანი და ცნობილი ამერიკელი წამყვანი, ელენ დეჯენერესი. კლიპის ბოლოში ადამ ლევინის მეუღლე და პატარა ქალიშვილი ჩანს. კლიპს უკვე 25 მილიონი ნახვა აქვს.