სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

15 დაუვიწყარი სცენა კინოს ისტორიაში (II ნაწილი)

Cinemania ავტორი Cinemania
19 სექტემბერი, 2018
რუბრიკა ვიდეო
0
15 დაუვიწყარი სცენა კინოს ისტორიაში (II ნაწილი)
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც გახსოვთ, გასართობმა პორტალმა BuzzFeed თავისი ერთგული მომხმარებლები (BuzzFeed Community) მეტად საინტერესო თემაზე გამოჰკითხა – თუ რომელმა კინოსცენებმა მოახდინეს მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება. კინომოყვარულებმა სიამოვნებით გაიხსენეს ასეთი მომენტები და შედეგად, მივიღეთ კინოისტორიაში ყველაზე ემოციური, ამაღელვებელი და დაუვიწყარი სცენების ვრცელი ჩამონათვალი.

ჩვენი მკითხველი უკვე გაეცნო კინომოყვარულების მიერ შედგენილი სიის პირველ ნაწილს. დღეს ამ ჩამონათვალის მეორე ნაწილს წარმოგიდგენთ. ერთად გავიხსენოთ დაუვიწყარი კინომომენტები და ვისიამოვნოთ ძლიერი, ემოციური და დასამახსოვრებელი სცენებით.

1. მონანიება (2007) – დიუნკერკის ელეგია

რობი დიუნკერკის საევაკუაციო ბანაკში მოხვედრის მთლიანი სცენა ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული. ჯო რაიტის დიდებული ნამუშევარი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი “უწყვეტი ხანგრძლივი სცენაა” კინოისტორიაში.

2. ნათლია (1972) – ნათლობის სცენა

ლეგენდარული ფილმის ლეგენდარული სცენა – მაყურებლის თვალწინ გათამაშებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება მაფიის ულმობელ ბოსად მაიკლ კორლეონე, რომელიც ამას საერთოდ არ აპირებდა. უნაკლოდ გადაღებული და დამონტაჟებული სცენა გვიჩვენებს მაფიოზებისა და პოლიციელების შეტაკებას, პარალელურად კი მაიკლის დისშვილის ნათლობაა. ეს სცენა ყოველ ნახვაზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

3. ეშმაკი ატარებს პრადას (2006) – მირანდა და ახალი თანამშრომელი

სცენა, როდესაც მირანდა პრისტლი(მერილ სტრიპი) ახალ სტაჟიორს საფირმო მზერით ეკითხება “რამე სასაცილოა?”, ჩვენც ტანში გვაცივებს.

4. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან (1959) – წვეულება ორისთვის

ეს ფილმი მთლიანად დაუვიწყარი სცენების ნაკრებია, მაგრამ აღნიშნული სცენა კინემატოგრაფიული სრულყოფილებაა. იუმორი, დიალოგები, ვიზუალი – შეუძლებელია ნოსტალგიური და ხალისიანი განწყობა ერთდროულად არ დაგეუფლოთ.

5. უოლ-ი (2008) – ცეკვა კოსმოსში

შესანიშნავი ანიმაცია, მუსიკა, გამოსახულება – ეს ყველაფერი კინოისტორიაში ერთ-ერთ ულამაზეს სცენას ქმნის. სცენა ზუსტად გადმოგვცემს მთლიანად ფილმის არადედამიწურ და რომანტიკულ განწყობას.

6. ყბები (1975) – U.S.S. ინდიანაპოლისი

ეკრანზე იშვიათად თუ დაინახავთ ზვიგენს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი ზვიგენის შიშითაა გაჟღენთილი. ფილმში შექმნილი დაძაბული გარემო მაყურებელს აჯერებს, რომ საშინელი მტაცებელი მართლაც მათ ახლომახლო დაცურავს. კუინტის (რობერტ შოუს) მონოლოგი კი, სადაც ის ზვიგენზე ლაპარაკობს, კინოისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

7. კასაბლანკა (1942) – მარსელიეზა

ამ სცენაში ფრანგები ერთობლივად ასრულებენ თავიანთ ეროვნულ ჰიმნს – “La Marseillaise”-ს, რითაც ნაცისტების სიმღერას გადაფარავენ. განსაკუთრებულ სიძლიერეს ამ სცენას ის ფაქტი ანიჭებს, რომ ფილმი 1940-იანებშია გადაღებული და ნაცისტური რეჟიმის მიერ საფრანგეთის ოკუპაცია რეალური ისტორიული მოცემულობა იყო. ვიშისტურ საფრანგეთში აკრძალული იყო “მარსელიეზას” სიმღერა და ამიტომ აღნიშნულ სცენას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

8. განდგომილები (2006) – ლიფტი

მოულოდნელი, შოკისმომგვრელი, მრავალმნიშვნელოვანი სცენა, რომლის ყურებისასაც შეიძლება დაძაბულობისგან ვერც კი ამოისუნთქოთ. მეთ დეიმონისა და ლეონარდო დიკაპრიოს შესანიშნავი დუეტი ამ სცენას კიდევ უკეთესს ხდის.

9. შინდლერის სია (1993) – წითელპალტოიანი გოგონა

არავითარი სიტყვები… მხოლოდ ცრემლები.

10. დიდება (1989) – ტრიპის გაშოლტვა

სცენა, რომელშიც დენზელ ვაშინგტონის პერსონაჟს შოლტავენ, იმდენად გულისგამგმირავია, მასავით ვერ შეიკავებთ ცრემლებს. მსახიობი საოცარი ოსტატობით ახერხებს ემოციების მთელი კასკადის გადმოცემას და ის ერთადერთი ცრემლი, რომელიც გადმოუვარდება, თითქოს ტყვიას გვაჭედებს.

11. მაკულატურა (1994) – დასაწყისი სცენა

კინოს ისტორიაში ძნელად მოიძებნება სცენა, რომლის სპონტანური განვითარებაც ასე შოკისმომგვრელად მოქმედებს. შეყვარებული გვრიტების დიალოგი, რომელიც წამის მესაედში ძარცვად გარდაიქმნება, უბრალოდ მშვენიერებაა. დაუვიწყარი დიალოგი კი, ტარანტინოს სტილში, ამ სცენას კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.

12. მოხუცების ადგილი აქ არ არის (2007) – სალაროსთან

კორმაკ მაკარტის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის სცენარი მთლიანად უძლიერესია, მაგრამ დიალოგის ეს სცენა ისეთი მძაფრი და სპეციფიკურია, ხავიერ ბარდემი კი იმდენად სრულყოფილად თამაშობს, შეუძლებელია თვალი მოაშოროთ.

13. ფსიქო (1960) – საშხაპე

ამ სცენის გადაღებას 78 დუბლი და შვიდი დღე დასჭირდა, რადგან ის სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. არის კიდეც. ის კინოისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სცენაა.

14. მაგარი ბიჭები (1990) – კოპაკაბანა

ეს სცენა უეჭველად შესატანია საუკეთესო კინოსცენებში. ის მრავალფეროვანი და მოძრავია, ამ დროს კი – ერთი დუბლით გადაღებული.

15. უსახელო ნაბიჭვრები (2009) – ებრაელებზე მონადირე

ფილმის პირველი სცენა, როცა ჰანს ლანდა ფრანგ ფერმერს მიაკითხავს, უბრალოდ გასაოცარია. სასპენსით, დაძაბულობით სავსე სცენაში ყოველ დეტალს, ჰანსის საუბრიდან დაწყებული, სიგარტის მოკიდებით დამთავრებული, თავისი დატვირთვა აქვს. ისიამოვნეთ:

განდგომილებიდაუვიწყარი სცენებიდიდებაეშმაკი ატარებს პრადასვიდეოვიდეოკლიპებიკასაბლანკაკინოსცენებიმაგარი ბიჭებიმაკულატურამონანიებამოხუცების ადგილი აქ არ არისნათლიასაუკეთესო კინოსცენებისცენებიუოლ-იუსახელო ნაბიჭვრებიფსიქოყბებიშინდლერის სიაჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან
Previous Post

რაიან გოსლინგის შავ-თეთრი ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

Next Post

8 კინოფაქტი, რომელიც თავს ღრმად მოხუცებულად გვაგრძნობინებს

Next Post
8 კინოფაქტი, რომელიც თავს ღრმად მოხუცებულად გვაგრძნობინებს

8 კინოფაქტი, რომელიც თავს ღრმად მოხუცებულად გვაგრძნობინებს

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020