გასართობმა პორტალმა BuzzFeed თავისი ერთგული მომხმარებლები (BuzzFeed Community) კვლავ გამოჰკითხა მეტად საინტერესო თემაზე – თუ რომელმა კინოსცენებმა მოახდინეს მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება და სამუდამოდ დაამახსოვრდათ. კინომოყვარულებმა სიამოვნებით გაიხსენეს ასეთი მომენტები და შედეგად, მივიღეთ კინოისტორიაში ყველაზე ემოციური, ამაღელვებელი და დაუვიწყარი სცენების ვრცელი ჩამონათვალი.
ერთად გავეცნოთ კინომოყვარულების მიერ შედგენილ ამ შესანიშნავ ნაკრებს. საინტერესოა, რამდენად ჰგავს ის ჩვენი რჩეული კინოსცენების ჩამონათვალს.
თავისუფლების წყურვილით ანთებულმა ენდიმ თითქმის 500 მეტრი იცოცა საკანალიზაციო მილში, რომლის სუნის წარმოდგენაც კი გაგვიჭრდება. ენდის გაღწევა გარეთ და ძლიერი წვიმა, რომელიც ჭუჭყთან ერთად თითქოს ციხეში გატარებულ მძიმე დღეებსაც ჩამორეცხავს, ერთ-ერთი უძლიერესი სცენაა.
მომენტი, როცა მამა ელიოს მორალურ მხარდაჭერას უცხადებს და თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს, მართლაც ამაღელვებელი და ბევრისმთქმელია. აღსანიშნავია მსახიობური ოსტატობაც.
ძალიან ძლიერი სცენაა არამხოლოდ შინაარსობრივი დატვირთვის, არამედ იმის გამოც, რომ ერთი მცდელობითაა გადაღებული. საოცრად დამაჯერებელი და მტკივნეულია, ემოციურად ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, შეუძლებელია საუკეთესო კინოსცენებს არ მიაკუთვნო.
განა მშვენიერი არაა მომენტი, როცა ყველა მოსწავლე მერხებზე შედგება თავიანთი საყვარელი მასწავლებლის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად? მართლაც დიდებული სცენაა.
გადამწყვეტი მომენტია, როცა ქალი-საოცრება განწირული სიტუაციიდან გამოსავალს პოულობს – მტრის მთელ რაზმს მარტო უპირისპირდება და თავის სუპერგმირულ ძალებს წარმოაჩენს. ყველა ვამაყობთ დიანათი.
სტარლინგისა და ჰანიბალ ლექტერის დიალოგი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საკულტო სცენაა. ემოციურად დაძაბული მომენტი სადისტი მკვლელის აზროვნებას ააშკარავებს და ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
კვლავ ერთ-ერთი საკულტო სცენა კინოისტორიაში. ის შიშისმომგვრელია, მაგრამ ამავე დროს თვალს ვერ მოსწყვეტთ. ამ მომენტს, რომელიც მთლიანად არაკომპიუტერული ტექნოლოგიითაა შესრულებული, ვერასდროს დაივიწყებთ.
ყუთის გახსნისა და შემდგომი სცენა ბრედ პიტის, კევინ სპეისის და მორგან ფრიმენის შესრულებით, შედევრია სამსახიობო ოსტატობისა თუ დრამატურგიის მხრივ.
11.სანსეთ ბულვარი (1950) – მზად ვარ, ახლოდან გაგაცნოთ საკუთარი თავი
ამ საკულტო ფილმის დასასრული განსაკუთრებით შთამბეჭდავია… საბრალო ნორმა, რომელსაც რეალობასთან კავშირი თითქმის სულ დაკარგული აქვს, დაუვიწყარი დიალოგით გამოდის შეკრებილი ადამიანების წინაშე. “კარგით, მისტერ დემილ, მზად ვარ, ახლოდან გაგაცნოთ საკუთარი თავი” – ის ფრაზაა, რომლითაც ამ ფილმს კინომოყვარულები იხსენებენ.
ტარაჯი პ. ჰენსონის გმირის მონოლოგი, რომელშიც სისტემას წინ აღუდგება და განაცხადებს, რომ არ შეიძლება არსებობდეს აბაზანა, რომელშიც ადამიანები ფერის მიხედვით შევლენ, უძლიერესი სცენაა. ქალი, რომელიც ხმამაღლა უპირისპირდება რასობრივ სეგრეგაციას, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე.
სცენა, რომელშიც მარცვლეულის მომრწყავი თვითმფრინავი მთავარ გმირს მისდევს დასაჭერად, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საკულტო სცენაა. მეტი დაძაბულობისთვის ჰიჩკოკმა ოსტატურად დამალა პილოტის სახე, შედეგად, მაყურებელი ვერასდროს გაიგებს, თუ ვინ ცდილობს კერი გრანტის პერსონაჟის მოკვლას. მხოლოდ ჰიჩკოკი თუ მოიფიქრებდა მომრწყავი თვითმფრინავის მკვლელობის იარაღად გამოყენებას.
მთელი ფილმი ფულის დაუოკებელ წყურვილსა და მომხვეჭელობაზეა, თუმცა ამ ყველაფერს საუკეთსოდ გამოხატავს დასასრული სცენა დენიელ დეი ლუისის შესრულებით, რომელიც სიხარბისგან ჭკუადაკარგული კაცის სიგიჟეს გვიჩვენებს.
საკულტოა ის სცენა და გამომეტყველება პერსონაჟების სახეზე, როცა პირველად ხედავენ ცოცხალ დინოზავრებს. ეს დაუვიწყარი კადრები ყოველთვის გააღვიძებს ჩვენში გაოცებულ ბავშვს – იმას, რომელმაც ეს სცენა პირველად ნახა.