სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

13 ცნობილი მსახიობის ჩანაწერი მათი პირველი სინჯებიდან

Cinemania ავტორი Cinemania
18 ივლისი, 2019
რუბრიკა ვიდეო
0
13 ცნობილი მსახიობის ჩანაწერი მათი პირველი სინჯებიდან
38
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ ვუყურებთ მათ ეკრანზე, ვიხიბლებით მათი ნიჭიერებითა და გარეგნობით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დროს ისინიც რიგითი მეოცნებეები იყვნენ, რომლებიც სასურველი როლის მისაღებად კასტინგიდან კასტინგზე დადიოდნენ.

გთავაზობთ 13 ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობის უცნობ კადრებს სინჯებიდან:

1. სკარლეტ იოჰანსონი

1994 წელს, 11 წლის სკარლეტმა ბედი ჯუმანჯის კასტინგზე სცადა, თუმცა მისი კონკურენტი კირსტენ დანსტი იმ დროისათვის უკვე ცნობილი ბავშვი იყო (ფილმში ინტერვიუ ვამპირთან განსახიერებული პერსონაჟის გამო) და პატარა სკარლეტის სასურველი როლიც სწორედ მან მიიღო.

2. მეთიუ მაკკონაჰი

ფილმი მოწეულები და აფორიაქებულები მეთიუს პირველი ნამუშევარია, რომლის კასტინგზეც სრულიად შემთხვევით მოხვდა:

კინოსკოლიდან ერთ ბარმენს ვიცნობდი, რომელიც სასმელზე ფასდაკლებას მაძლევდა. ერთ საღამოს, როდესაც მასთან მივედი, მითხრა, რომ ბართან ფილმის პროდიუსერი იჯდა. გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი და საკუთარი თავი წარმედგინა… ასეც მოვიქეცი!

3. გვინეთ პელტროუ და 4. ჰელენ ჰანტი

მანამ სანამ ლორა დერნი იურიული პერიოდის პარკში როლს მიიღებდა, კასტინგზე შედარებით გამოუცდელი გვინეთიც გასინჯეს. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ჰქონდა ნამუშევარი სტივენ სპილბერგთან, მაინც დამწყებ მსახიობად ითვლებოდა და ამ შემთხვევაში არჩევანი მასზე არ შეაჩერეს.

ამავე კასტინგზე ბედი სცადა ჰელენ ჰანტმაც – მას ამ დროისათვის უკვე ოცწლიანი სამსახიობო გამოცდილება ჰქონდა, თუმცა მის კარიერაში სერიოზული წარმატება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდა.

5. ჯულია რობერტსი

3 წლით ადრე, მანამ სანამ პირველ როლს მიიღებდა ფილმში კმაყოფილება, ჯულიამ ბედი თინეიჯერული დრამის სინჯებზე სცადა და ჯენიფერ კონელთან “წააგო”. კასტინგიდან 4 წლის შემდეგ კი, ფოლადის მაგნოლიებსა და ლამაზმანში  შესრულებული როლებით ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.

6. სეთ როგენი

16 წლის ასაკში მან ვანკუვერის კომედიური კონკურსი მოიგო და ხულიგნებისა და ხუთოსნების კასტინგზე გავიდა. წარმატებული სინჯების შედეგად მიღებული როლის გამო სეთის ოჯახი ვანკუვერიდან ლოს ანჯელესში გადაბარგდა.

7. რეიჩელ მაკადამსი

მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი კინოში 2002 წელს შედგა, რეიჩელის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი წელი 2004 იყო – მაშინ მან ორი წარმატებული როლი შეასრულა ფილმებში ცუდი გოგონები და უბის წიგნაკი.

8. ნატალი პორტმანი

1993 წელს, პატარა ნატალიმ წარმატებით გაიარა სინჯები და მთავარი როლი მიიღო ფილმში ლეონი, რომელიც მისთვის ნამდვილად დიდი აღიარების მომტანი გახდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსახიობმა სწორედ ფილმის პრემიერის შემდეგ, პირადი უსაფრთხოების მიზეზით სახელი ნეტა-ლი ჰერშლაგი დღევანდელი ყველასთვის ცნობილი ფსევდონიმით ჩაანაცვლა.

9. ჰიუ ჯეკმანი

1999 წელს ჰიუმ მონაწილეობა იქს-ადამიანების კასტინგში მიიღო და… ვერ გაიმარჯვა! ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ თავდაპირველად მისი ლეგენდარული პერსონაჟის როლზე დუგრეი სკოტი დაამტკიცეს, თუმცა მან სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო და გადაღებას გამოეთიშა. სწორედ ამიტომ, რეჟისორს სინჯებზე გაკეთებული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გადახედვა მოუხდა.

10. მეგან ფოქსი

მეგანი ცუდი ბიჭების მეორე ნაწილში უბრალოდ ეპიზოდურ როლს ასრულებდა, თუმცა რეჟისორ მაიკლ ბეის ყურადღება მარტივად მიიპყრო და სწორედ მისი სურვილით ბედი ტრანსფორმერების კასტინგზე სცადა.

11. აარონ პოლი

სანამ მძიმე დანაშაულის კასტინგზე მოხვდებოდა, აარონი სამსახიობო ამბიციებს მხოლოდ უმნიშვნელო როლებითა და სატელევიზიო რეკლამებით იკმაყოფილებდა. თუმცა სერიალში გამოჩენისთანავე ის ძალიან ცნობილი და წარმატებული გახდა. უფრო მეტიც, მან საკუთარი პერსონაჟის ბედიც კი შეცვალა – ჯესი პინკმენი პირველი სეზონის ბოლოს უნდა მომკვდარიყო, თუმცა აარონმა შესრულებას თავი შესანიშნავად გაართვა და შოუს მთავარ გმირად იქცა.

12. ემა სტოუნი

ემამ მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანში მთავარი როლის მისაღებად ვიდეოჩანაწერი გაგზავნა. როგორც თავად იხსენებს, გადაღება მანამ არ შეწყვიტა, სანამ საკუთარი თავითა და შესრულებით კმაყოფილი თავად არ დარჩა – მისმა თვითკრიტიკულობამ შედეგი გამოიღო და სასურველი როლიც დაიმსახურა.

13. რობერტ დე ნირო

1971 წელს დე ნირომ ნათლიას კასტინგი გაიარა, თუმცა მისთვის სასურველი სონი კორლეონეს როლი ჯეიმს კაანს ერგო. ამის მიუხედავად, 2 წლის შემდეგ რობერტი მაინც აღმოჩნდა ნათლიას მეორე ნაწილში და ახალგაზრდა ვიტო კორლეონე განსახიერებისთვის ოსკარიც დაიმსახურა.

აარონ პოლიგვინეთ პელტროუდუგრეი სკოტიემა სტოუნიინტერვიუ ვამპირთანიურიული პერიოდის პარკიიქს-ადამიანებიკმაყოფილებალამაზმანილეონილორა დერნიმაიკლ ბეიმეგან ფოქსიმეთიუ მაკკონაჰიმოწეულები და აფორიაქებულებიმსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანიმძიმე დანაშაულინათლიანატალი პორტმანირეიჩელ მაკადამსირობერტ დე ნიროსეტ როგენისკარლეტ იოჰანსონისტივენ სპილბერგიტრანსფორმერებიუბის წიგნაკიფოლადის მაგნოლიებიცუდი ბიჭები 2ცუდი გოგონებიხულიგნები და ხუთოსნებიჯეიმს კაანიჯენიფერ კონელიჯულია რობერტსიჯუმანჯიჰელენ ჰანტიჰიუ ჯეკმანი
Previous Post

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს "სკანდალი"

Next Post

მენდი პატინკინი: "ძლიერი პერსონაჟების განსახიერება მიყვარს"

Next Post
მენდი პატინკინი: “ძლიერი პერსონაჟების განსახიერება მიყვარს”

მენდი პატინკინი: "ძლიერი პერსონაჟების განსახიერება მიყვარს"

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020