სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რა არის ოჯახი? – ჰიროკაძუ კორეედას მრავალშრიანი დრამა

Cinemania ავტორი Cinemania
12 ნოემბერი, 2018
რუბრიკა რეცენზიები
0
რა არის ოჯახი? – ჰიროკაძუ კორეედას მრავალშრიანი დრამა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

 

ავტორი: ოთო ჯანგავაძე

ჰიროკაძუ კორეედას “წვრილმანმა მძარცველებმა” წლევანდელი კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს პალმის რტო მიიღო. კორეედას ფილმოგრაფიას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ იაპონელი დიდოსტატისთვის უდიდესი ჯილდოს მოპოვება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა.

“წვრილმანი მძარცველები” მრავალშრიანი დრამაა, რომლის მთავარი თემა ოჯახია, ოღონდ არა იმ ტრადიციული განმარტებით, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. კორეედა ნაცნობი ინსტიტუციის გადააზრებას გვთავაზობს.

"წვრილმანი მძარცველები"
“წვრილმანი მძარცველები”

მთავარი გმირი, მშენებლობაზე მომუშავე ოსამუ შიბატაა (ლილი ფრენკი), მის ცოლი ნობუიო (საკურა ანდო) სამრეცხაოს თანამშრომელია, მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი – შოთა (კაირი ჯო), მისი დეიდა, აკი (მაიუ მაცუოკა) სათვალთვალო ეროტიულ შოუში მონაწილეობით შოულობს ფულს, ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი კი პენსიონერი ბებია, ჰაცუია (კირინ კიკი). შიბატების ოჯახი თავს წვრილმანი ქურდობებით ირჩენს. ერთ-ერთი წარმატებული რეიდის შემდეგ მამა-შვილი სახლის გზაზე პატარა გოგოს, იურის პოულობენ, რომელიც მალევე მათი დიდი ხმაურიანი ოჯახის წევრი ხდება.

ცოლ-ქმარი ხვდება, რომ ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, სწორედ ამიტომ როდესაც იურიზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა ცხადდება, მას ახალ სახელსა და ვარცხნილობას უფიქრებენ. გოგონა რინ შიბატა ხდება და ახალ ცხოვრებას იწყებს.  მის მიმართ თითოეული ოჯახის წევრი სითბოსა და მზრუნველობას იჩენს, ცვლილებებს რთულად მხოლოდ შოთა ეგუება, რომელიც იურის გამოჩენამდე სახლის ყველაზე პატარა ბინადარი იყო, თუმცა “საქმეზე” რამდენიმე ერთობლივი გასვლისა და ოსამუს შუამავლობის შემდეგ ბავშვები ერთმანეთს უმეგობრდებიან.

"წვრილმანი მძარცველები"
“წვრილმანი მძარცველები”

მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, შიბატების ოჯახის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია. მათი ცხოვრება მარტივი ბედნიერებების ჯაჭვისგან შედგება. იქნება ეს სამრეცხაოში მოპარული სამკაული, ოჯახური პიკნიკი ოკეანის სანაპიროსთან, იურის ახალი კაბა თუ ბავშვების არყოფნაში სწრაფად, მაგრამ ხარისხიანად გათამაშებული სიყვარულის აქტი. შიბატებს არ სჭირდებათ ფოიერვერკის ნახვა, მათ მისი ხმაც აკმაყოფილებთ.

პარალელურად მაყურებელი პერსონაჟების სხვა მხარეებსაც იცნობს. ოსამუ უშედეგოდ სთხოვს შოთას, რომ “მამა” დაუძახოს, აკი უტყვი კლიენტის ვინაობით ინტერესდება, ყველაზე მეტ საიდუმლოს ბებია ინახავს, რომელიც აკის მშობლებისგან ფულით სავსე კონვერტებს იღებს და პენსიის ნაწილს სათამაშო აპარატებში ხარჯავს. შოთა კი პირველი მსხვილი მორალური დილემის წინაში დგება, როდესაც მორიგი ქურდბაცაცობის შემდეგ, მაღაზიის მეპატრონისგან შენიშვნას იღებს: “შენს დას მსგავს რაღაცეებს ნუ მიაჩვევ”. უფროს შვილს პირველად შეაქვს მამის მიერ მოფიქრებულ დევიზში ეჭვი – “მაღაზიის პროდუქტი არავის ეკუთვნის, ე.ი. ჩვენ არავის ვპარავთ”.

ოჯახის იდილიას ბებიის გარდაცვალება არღვევს. ჰაცუის ღამით, ყველასგან მალულად აბაზანის ქვეშ მარხავენ. უფროსები ცდილობენ ცხოვრება ისევ იმ რიტმში გააგრძელონ, მაგრამ ერთ უბედურებას მეორე მოსდევს. უფროს შვილს აღარ შეუძლია ქურდობასთან შეგუება, როდესაც რინი მაღაზიაში პროდუქტს იპარავს, შოთა დაცვის დასანახად ფორთოხალის შეკვრას ხელს ავლებს და გარბის. დევნის დროს ჩიხში მოქცეული ბიჭი სიმაღლიდან ხტება და მოტეხილი ფეხით გონს საავადმყოფოში მოდის. პოლიცია მის დაკითხვას ცდილობს, შოთა დუმს.

ამ მომენტიდან ფილმში სისტემის წარმომადგენლები ჩნდებიან. პოლიცია მალევე გადის კვალზე და გასაქცევად ჩაბარგებულ ოჯახს აპატიმრებს. შიბატების ჰარმონიური ცხოვრება მარტივ მამრავლებად იშლება, აღმოჩნდება რომ ოჯახი სხვადასხვა მიზეზებისა და გარემოებების გამო, შეკრებილი უცხო ადამიანების გაერთიანებაა. წყვილი წარსულში, ვნების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობაზე არის ნასამართლები. უშვილო ცოლ-ქმარმა წლების წინ შოთა მიტოვებულ მანქანაში იპოვა, ბიჭმა სიმართლე იცის და სწორედ ამიტომ ვერ ეძახის ოსამუს მამას. აკი სულაც არ არის ნობუიოს და ჰაცუი კი უბრალოდ მოხუცია, რომელსაც სიკვდილის გზაზე მარტო დარჩენა არ უნდოდა.

"წვრილმანი მძარცველები"
“წვრილმანი მძარცველები”

სახელმწიფო მანქანა საზოგადოების დაკვეთას პირნათლად ასრულებს. ნობუიო ციხეში ხვდება, შოთა ბავშვთა სახლში, იურის კი ძველ სახლში აბრუნებენ, სადაც ძალადობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. საზოგადოებისთვის გოგონას მოძალადე ოჯახი ლექსიკონის განმარტებას აკმაყოფილებს (ოჯახი – ერთად მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შედგება უახლოესი ნათესავებისაგან), შიბატები კი მათთვის ქურდბაცაცები და თაღლითები არიან.

ფილმის მიწურულს შოთა თავის აღმზრდელს აკითხავს. ისინი ღამეს ერთად ატარებენ, ბავშვი მართებულ კითხვას სვამს “ჩემს გარეშე გაქცევას მართლა გეგმავდით?”. შერცხვენილი ოსამუ სიმართლეს ამბობს. დილით შოთას გრძნობათა ჯარს ახალწვეული ჰყავს – იმედგაცრუება. მამინაცვალი ცდილობს დანაშაული გამოასწოროს, მაგრამ შვილობილი არ არის მზად ღალატის პატიებისთვის. მარტო დარჩენილი, ბავშვთა სახლის გზაზე იგი ჩურჩულით, პირველად ამბობს სიტყვა “მამას”.

კორეედას ბრწყინვალე ნამუშევრის ხილვა კინოთეატრ “ამირანშია” შესაძლებელი.

ოთო ჯანგავაძერეცენზიაწვრილმანი მძარცველებიჰიროკაძუ კორეედა
Previous Post

10 დაუვიწყარი ციტატა ფილმიდან "ლობსტერი"

Next Post

სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

Next Post
სტენ ლი

სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ახალი ამბები

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
4861

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5601

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5692

ბოლოს დამატებული

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020