სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, პიტერ!

Cinemania ავტორი Cinemania
19 ივლისი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, პიტერ!
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: გიორგი კარანაძე

გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო დებიუტი – ახალი პიტერ პარკერის (ადამიანი-ობობა) გამოჩენა იყო. კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი იმის დასტურია, რომ კომიქსის ბევრი გმირისგან საინტერესო ბლოკბასტერის გაკეთება შეიძლება. სწორედ აქ ვიხილეთ პირველად ახალი ადამიანი-ობობა, რომლის კოსტიუმიც ამჯერად ტომ ჰოლანდმა მოირგო.

ჯონ უოტსის ახალი ადამიანი-ობობა: დაბრუნება კინოთეატრებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ეს უკვე იმ საყვარელი გმირის მესამე, განახლებული ვერსიაა, რომელიც პირველად, 2002 წელს ტობი მაგუაიერმა განასახიერა – თინეიჯერი ბიჭის, რომელიც სკოლის, ოჯახისა და ქალაქის პრობლემებთან გამკლავებას ერთდროულად ცდილობს. იმ პირველ ტრილოგიას ნერდების გულში დამსახურებული ადგილი უჭირავს. სწორედ იქ გამოიკვეთა პერსონაჟის სახასიათო შტრიხები. ფილმში ახალგაზრდული იუმორი შეზავებულია დაძაბულ სცენებთან, სადაც პიტერის, როგორც ჩვეულებრივი ბიჭის, ზებუნებრივ ძალებთან გამკლავების უნარები ყალიბდება. ტრილოგიის შემდეგ გმირის ახალი კუთხით გაცოცხლება ჩავარდნა იყო, თუმცა, ამაზე აღარ გვინდა, დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს…

ფილმის სიუჟეტი სკოლის ამბებზე დაყრდნობით ვითარდება, სადაც კლასში მოცემული დავალებები, პირველი სიყვარული და შურისმაძიებლებთან (The Avengers) ერთად გადატანილი ამბავი პიტერ პარკერს მოსვენებას უკარგავს. მას, ერთი მხრივ, უნდა, მნიშვნელოვან გმირებს შეუერთდეს, მნიშვნელოვან საქმეებში ჩაერთოს და კიდევ ერთხელ იხსნას დედამიწა მოსალოდნელი კატასტროფისგან. მეორე მხრივ კი, ყოველდღიური საქმეებია მოსაგვარებელი…

ხშირად ამბობენ, რომ კომიქსების მოყვარულებს ფილმის ადაპტაცია არ მოსწონთ. მათი ნამდვილად მესმის, რადგან უმეტესობა ზუსტად იმავე სახით გადმოტანას ელოდება და რეჟისორების მიერ შეტანილ ცვლილებას ვერ მიჰყვება. მე კი მედლის მეორე, საინტერესო მხარე სწორედ ეს ცვლილებები მგონია. მოზარდებისთვის განკუთვნილი ეკრანიზაციები, განვითარების კუთხით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ხშირად გვხვდება კლიშეებით გაჯერებული სცენარი, სადაც ფრაზები თითქოს სხვა ფილმიდანაა გადმოწერილი. ამ შემთხვევაში, ეს განცდა ნაკლებად გვრჩება, ამიტომაც, ვაღიარებ, რომ ფილმი იმაზე ბევრად კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.

მივყვეთ სიუჟეტს: 15 წლის მოზარდი, რომელიც ტონი სტარკის მფარველობის ქვეშ იმყოფება, დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებს. ცხოვრობს ჩვეულებრივი, ნერდი ბიჭის ცხოვრებით, რომელსაც შეუძლია, მთელი საღამო ლეგოს დაუთმოს. ის, გარკვეულწილად, ტიპიური მთავარი გმირია: ერთი მხრივ, წარმატებული სკოლის მოსწავლე, რომელიც ბულინგის მსხვერპლია და მეორე მხრივ, ბიჭი, რომელსაც ფარული ცხოვრება აქვს და ხალხის კუმირებთან ერთად მნიშვნელოვან მისიაზე მიდის. მოკლედ, ეს high school კომედიაა და რეჟისორული ხედვით, ეფექტებით და სამსახიობო დასით – იდეალურად გაკეთებული ნამუშევარი.

აუცილებლად მიმაჩნია, ორიოდე სიტყვა ანტაგონისტზეც ვთქვა. ფილმში ანტიგმირს მაიკლ კიტონი თამაშობს. Birdman-ით მოპოვებული წარმატების შემდეგ მსახიობს კიდევ ერთხელ მოუწია ფრინველებთან შეხება. ფილმის პირველივე სცენიდან ვხვდებით სოციალური უსამართლობით გაბოროტებულ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, ოჯახის გამო ჩვეული გზიდან გადაუხვიოს. ადრიან ტუმსი (მაიკლ კიტონის გმირი) არალეგალური იარაღების ბიზნესში ერთვება და ნელ-ნელა მფრინავ მონსტრად იქცევა, რომელსაც უცხოპლანეტელების მიერ დატოვებული მასალიდან სარფიანი ბიზნესის აწყობა სურს.

რობერტ დაუნ უმცროსს რაც შეეხება, მისი რკინის კაცის გმირი იმდენად ბუნებრივია, რომ მაყურებლისთვის ოჯახის წევრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფილმში მისი ყოველი გამოჩენა კარგი და საინტერესო სცენის გარანტიაა.

ახლა კი, დროა, ორი მნიშვნელოვანი დეტალი ვახსენო, რომელიც არ მომეწონა: 1. დაძაბულობა. როგორც იცით, მარველის ფილმებში იუმორი უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ზოგან კარგად არის, ზოგან გადამეტებულად, – მოკლედ, კარგი და ცუდი ვარიანტებიც გვინახავს. ახალ ადამიან-ობობაში კი იუმორი დაძაბულ და მასშტაბურ მომენტებს თითქოს აბათილებს. მაყურებელი სუნთქვაშეკრული აღარ ელის, თუ როგორ შეაჩერებს ადამიანი-ობობა მატარებელს, გადაარჩენს გემს და ა.შ. ეს ნაწილი ნამდვილად დამაკლდა. 2. პირველ ფილმთან (ვგულისხმობ 2002 წლის ეკრანიზაციას) ძალიან ბევრი კავშირია. თითქოს შემქმნელები ზოგადი სურათიდან ვერ ამოვიდნენ.

არის თუ არა ახალი ადამიანი-ობობა კარგი ფილმი? დიახ, ნამდვილად არის. ჩემი აზრით, პირველ ტრილოგიაზე უკეთესიც კია. აქ შემქნელებმა ზუსტად აიღეს სკოლის მოცემულობა და რაც მთავარია, შემდეგი ფილმებისთვის კარგი ნიადაგიც მოამზადეს. ეს ნიშნავს, რომ შურისმაძიებლებში, თუ მისგან დამოუკიდებლად, პიტერ პარკერი კვლავ გააგრძელებს ქალაქის დაცვას, ხანდახან ტონი სტარკთანაც შეივლის და ახალ გაჯეტებსაც მოსინჯავს.

მოკლედ, მარველის გალაქტიკაში კიდევ ერთი კარგი ფილმი გაჩნდა, რომელიც წლების შემდეგაც კარგად გაახსენდება მაყურებელს. არ არის აუცილებელი დაწერილი კომიქსის ციტირებით ან ველოსიპედის თავიდან გამოგონებით მიიქციო მაყურებლის ყურადღება. ფილმი ორი საათის განმავლობაში მაყურებელთან ერთად გადის იმ საეტაპო მომენტებს, რამაც მარველის ერთ-ერთი ყველაზე უბრალო, მნიშნელოვანი და განსხვავებული გმირი შექმნა.

“ღირს კინოში ნახვა?” ბარემ ამ კითხვაზეც გიპასუხებთ: რა თქმა უნდა! ფილმი აუცილებლად დიდ დარბაზში, კარგი ხმით უნდა ნახოს მაყურებელმა. მგონი, პირველად მოხდა, რომ 3D საათვალეში ფილმი ბნელი არ იყო და თვალები არ დამღლია.

და კიდევ: ეს მხოლოდ დასაწყისია (კარგი დასაწყისი!). პიტერს სკოლა აქვს დასამთავრებელი და გაზრდის პარალელურად პრობლემებიც მოემატება. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად კი კიდევ უფრო დაიხვეწება. თხუთმეტი წლის გმირს წინ უამრავი ახალი თავგადასავალი ელის.

 

 

 

avengerscaptain americairon-manMarvelspider manspidermanThe Avengers - შურისმაძიებლებიადამიანი-ობობაკაპიტანი ამერიკარკინის კაცი
Previous Post

ორლანდო ბლუმი ხატია ბუნიათიშვილთან ერთად დააფიქსირეს

Next Post

მაიკლ ფასბენდერის "თოვლის კაცი" - პირველი თრეილერი

Next Post
მაიკლ ფასბენდერის “თოვლის კაცი” – პირველი თრეილერი

მაიკლ ფასბენდერის "თოვლის კაცი" - პირველი თრეილერი

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020