სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ალბერტ სერას სამდღიანი ვიზიტი თბილისში

Cinemania ავტორი Cinemania
9 ივნისი, 2018
რუბრიკა რეცენზიები
0
ალბერტ სერა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

 

6 ივნისს, 1 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ოფიციალურად აიღო სტარტი adjaranet.com-ისა და თეატრალური უნივერსიტეტის ახალმა, ერთობლივმა პროექტმა – “თანამედროვე კინოს დიდოსტატები“, რომლის ფარგლებშიც თბილისს ნულოვან წლებში (და არა მარტო) მოღვაწე რეჟისორები ეწვევიან და მასტერკლასებსა და საჯარო შეხვედრებს გამართავენ.

ესპანელი რეჟისორი ალბერტ სერა პირველი მათგანი აღმოჩნდა და სწორედ მისი მასტერკლასით გაიხსნა 6 ივნისის დღე. თუკი მანამდე cinemania.adjaranet.com-ზე გავრცელებული ინტერვიუებიდან ქართველ მაყურებელს ცოტა პრეტენზიული და არასასიამოვნო შთაბეჭდილება დარჩა სერას პიროვნებაზე, უკვე რამდენიმე საათის შემდეგ, დამსწრე საზოგადოება ინტერესით უსმენდა რეჟისორს, რომელიც გულწრფელად და უშუალოდ საუბრობდა თავის შემოქმედებაზე: როგორ სწავლობდა ლიტერატურას უნივერსიტეტში, როგორ იტანჯებოდა მოწყენილობისგან ყოველ არდადეგებზე და როგორ სურდა რაღაც სამხიარულოს კეთება, როგორ აღმოჩნდა კინოში, რა ტექნიკური პრინციპები გამოიმუშავა, რაში გაუმართლა და რაში – არა, როგორ ეძებდა დაფინანსებას პირველი ფილმისთვის, რა დამოკიდებულება ქონდა ბარსელონაში ოფიციალურ კინოცენტრთან და ა.შ.

7 ივნისის მასტერკლასის პირველი ნაწილიც მის შემოქმედებაზე საუბარს დაეთმო: სცენარის შექმნას, ნარატივის აგებას, მხატვრობისა და კოსტიუმის გამოყენების თავისებურებებს, ასევე პოსტ-პროდუქციის ასპექტებს. მასტერკლასის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ამ ორდღიანი შეხვედრისას გამოიკვეთა სერას სამი ძირითადი მიდგომა კინოზე: 1. ცოტა უნდა გიმართლებდეს 2. უნდა გწამდეს იმის, რასაც აკეთებ 3. კინოს შექმნის პროცესის მომდევნო ნაწილში წინას საწინააღმდეგოდ უნდა იმუშავო. საერთო ჯამში, თვითნასწავლი რეჟისორი ცდილობს კინოში მაგიურობის მოხელთებას და კინოს ბუნუელისებური მიმართების გაგრძელებას, სადაც შინაარსი და ნარატივი მინიმუმამდეა დაყვანილი.

ალბერტ სერა
ალბერტ სერა თიბისი გალერეაში. ფოტოს ავტორი: Medea Kurtanidze

8 ივნისს, თიბისი გალერეაში საჯარო შეხვედრა გაიმართა, სადაც სერამ თანამედროვე კინოსა და ხელოვნების გამოწვევებზე ისაუბრა, შემდგომი დრო კი კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. საუბრისას კარგად გამოჩნდა თუ რამდენად არიან დაკავშირებულები თანამედროვე რეჟისორები კონტემპორარულ არტ სამყაროს, როგორი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ გალერეებთან და მუზეუმებთან. თავად სერაც, საკუთარ თავს არტისტად აღიქვამს და არა რეჟისორად (საინტერესოა, რომ მან არაერთხელ აღნიშნა ენდი უორჰოლი და სალვადორ დალი, როგორც რეჟისორები) და ეს ფაქტიც კარგად მიუთითებს დღევანდელი კინოსამყაროსა და არტსამყაროს გადაჯაჭვულობაზე. ამან ზოგიერთ დამსწრეზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ვიდეო არტი, კინოს ერთადერთ მომავლად წარმოესახა, თუმცა სერამ დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ ის კინოს მომავალს პოზიტიურად უყურებს და ალბათ, სანამ არსებობენ ისეთი რეჟისორები, რომლებიც კინოს კეთებას მხიარულ საქმედ აღიქვამენ, სანერვიულოც წესით, არაფერი უნდა გვქონდეს.

ამ დღეებმა კარგად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია თანამედროვე სამყაროში მოღვაწე რეჟისორსა და კინოპროფესიონალებსა თუ კინომოყვარულებს შორის დამყარდეს კავშირი, გაზიარდეს ახალი კინომეტყველების ფორმები, გამოცდილებები და ხედვები უშუალოდ ამ პირისგან. ეს საშუალებას მოგვცემს გავიაზროთ რა ხდება დღევანდელ კინოში და განსაკუთრებით მის ალტერნატიულ ნაწილში, რა პროცესები მიდის და რა გამოწვევებს უნდა მოელოდეს მომავალი რეჟისორი, დაინახოს და არჩევანი გააკეთოს, თუ როგორი ფილმის გადაღების შესაძლებლობა აქვს. ასევე გააცნობიეროს, რომ აუცილებელი არ არის პროფესიონალებით გარშემორტყმული იყოს, რაც კარგი ფილმის უპირობო გარანტი არაა. სერამ თავისი არაპროფესიონალებით (მსახიობები, ოპერატორი, სხვა ტექნიკოსები…) დაამტკიცა, რომ ის ნებისმიერი კინოფესტივალისთვის მაინც მისაღები და წარმატებულია.

ახალი იდეებით გაჯერებულები, უკვე დიდი მოლოდინით ველით თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მომდევნო სტუმარს.

ალბერტ სერაბექა სუხიტაშვილიენდი უორჰოლივიდეო არტითანამედროვე კინოთანამედროვე კინოს დიდოსტატებიკინომეტყველებაკინოხელოვნებაკონტემპორარული ხელოვნებალუის ბუნუელისალვადორ დალი
Previous Post

პირველი კადრები რაიან გოსლინგის "First Man"-დან, სადაც ის ნილ არმსტრონგს ასახიერებს

Next Post

HBO "სამეფო კარის თამაშების" პრიქველზე იწყებს მუშაობას

Next Post
HBO "სამეფო კარის თამაშების" პრიქველზე იწყებს მუშაობას

HBO "სამეფო კარის თამაშების" პრიქველზე იწყებს მუშაობას

ახალი ამბები

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
4937

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5647

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2535

ბოლოს დამატებული

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020