სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ნინამ რაო?: პერსონაჟებზე რომლებსაც ქუჩებში ვხვდებით

Cinemania ავტორი Cinemania
11 ივლისი, 2019
რუბრიკა ნინამ რაო?, საავტორო სტატიები
2404
ნინამ რაო?: პერსონაჟებზე რომლებსაც ქუჩებში ვხვდებით
1
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ეს აზრები მაშინ გამიჩნდა, როდესაც ერთ მშვენიერ საღამოს ვარაზისხევზე მოვსეირნობდი, ყურსასმენები გაფუჭებული მქონდა, ხოლო მოწყენილობას და ქალაქის გუგუნს გამვლელებზე დაკვირვებით ვკლავდი. არა, არ იფიქროთ… ისე არ ვაშტერდებოდი დისკომფორტი რომ შექმნოდათ. უბრალოდ ვუყურებდი და სხვადასხვა ფილმებში ვაწესებდი…. აი მაგალითად: თავიდან, შემომხვდა  ქერა თმიანი, შუა ხნის ქალი, რომელიც პატარა სათვალიან, პუტკუნა გოგონასთან ერთად მისეირნობდა. ეს გოგო ხან რას ეკითხებოდა ხან რას. დედა აშკარად დაღლილი იყო. მერე გოგო გაჩერდა და ყურადღების მიქცევის მიზნით სასაცილო მოძრაობების შესრულება დაიწყო. სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რომ ასე მოძრაობს პატარა მის ბედნიერების მთავარი პერსონაჟი…

Image result for little miss sunshine dance gif

როდესაც ვარაზისხევის აღმართი საბოლოოდ დავლაშქრე და თსუ-ს პირველ კორპუსს გავუსწორდი, რამდენიმე სახლში წასვლა დაგვიანებული სტუდენტი შევამჩნიე ეზოში. თან ძალიან დაღლილები მომეჩვენნენ, არვიცი იმიტომ რომ მე ვიყავი დაღლილი, თუ მართლაც ასეთები იყვნენ, მაგრამ თან მათი სიცილი იქაურობას ხალისს მატებდა. მერე უფრო ახლოს რომ ჩავუარე ერთი გოგო დავინახე, რომელიც სიგარეტს ისე გემრიელად და მონდომებულად ეწეოდა, მაშინვე ვიფიქრე: ეს ნადიას ახლო მეგობარი იქნებოდა მეთქი. მართლა, რაც რუსული თოჯინა ვნახე, მას მერე სიგარეტთან მხოლოდ მთავარი პერსონაჟს, ნადიას ვაიგივებ….

Image result for Russian doll smoking gif

გზას ვაგრძელებდი…. ჭავჭავაძეზე დაახლოებით იმ ადგილს მივუახლოვდი სადაც “ჟირაფებიანი კაფეა”. ახლაც არ ვიცი სინამდვილეში რა ჰქვია იმ ადგილს, მაგრამ ჟირაფებით ალბათ ყველას გეცნობათ. სწორედ იქ დავინახე ისინი. ორნი. არ ვიცი რატომ მიიქციეს ჩემი ყურადღება. უბრალოდ მოსეირნობდნენ მე კი წარმოვიდგინე, როგორ მიდიან თავიანთ ბინაში, სადღაც ვერის მიმდებარედ. მეორე- მესამე სართული. პატარა ეზო. ბინა ჩაბნელებულია და არეული. ყველგან ნივთებია მიმოფანტული, იმიტომ კი არა რომ მოუწესრიგებლები არიან, იმიტომ რომ ერთმანეთი ისე უყვართ, ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელობას კარგავს. პატარა სამზარეულო. პატარა აივანი სადაც დილით და შუაღამისას გადიან  რამდენიმე ნაფაზის ამოსარტყმელად. მერე შიგნით შემოდიან და ისევ სიყვარულით კავდებიან. ახლაც სახლში მიდიან. უცებ ტაქსი გააჩერეს და გაქრნენ. მე კი მათ შემხედვარეს სულ გასპარ ნოეს სიყვარული მახსენდებოდა. იმედია ამ ორის ისტორია კარგად დასრულდება, თუ ზოგადად რომელიმე ისტორია სრულდება კარგად….

Image result for gaspar noe love gif

როდესაც წავიდნენ მივხვდი, რომ მანქანებითა და ადამიანებით გავსებულ ქუჩაში სრულიად მარტო დავრჩი. ასე მარტოდ გავაგრძელე გზა. ცოტახანი ხალხსაც აღარ ვაკვირდებოდი, საკუთარ ფიქრებში ვიყავი გართული. უცებ, სრულიად შემთხვევით 70-80 წლის (ასაკს ძალიან ცუდად ვხვდები ამიტომაც თავს ვერ დავდებ, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი ჩემი ფიქრები და წარმოსახვაა დაე იყოს 70-80) ბაბუა შევამჩნიე. მოტეხილი ფეხით, რუხ პერანგში და გაცრეცილ ჯინსებში, უბრალოდ მიდიოდა თავისთვის, კოჭლობით. დავედევნე. არც მეტი არც ნაკლები გავყევი. კინაღამ დავუძახე “გაგა” მეთქი, როგორც ბაბუაჩემს მივმართავდი ხოლმე. დარწმუნებული ვიყავი, აბსოლუტურად, (ასეთი დარწმუნებული, შეიძლება ითქვას, ცხოვრებაშ არასდროს ვყოფილვარ) რომ ეს ბაბუაჩემია. აი ახლა ჩაჯდება ავტობუსში, რომელიც ნახალოვკაში მიდის. მერე შევა პატარა, ძალიან ძველ, ხელით ნაშენებ სახლში, კატებს საჭმელს დაუყრის, ჯოხს გვერდით გადადებს, ჩართავს პრეისტორიულ ტელევიზორს, გადართავს Discovery-ზე და ნახავს ბევრ გადაცემას ლომებზე, ვეფხვებზე, ნიანგებზე და სხვა ველურ არსებებზე. მერე დაელოდება ჩემი ან ჩემი ძმის ზარს, რომ მოგვიყვეს ყველაფერი რაც ნახა და გაიგო….ბაბუაზე რომ ვფიქრობ, სულ მარკესის წიგნი (და შემდეგ მისი ეკრანიზაცია) პოლკოვნიკს არავინ სწერს მახსენდება.

Image result for EL CORONEL NO TIENE QUIEN LE ESCRIBA movie

რაღაც მომენტში გავჩერდი. მოხუცი ბატონი მზიურთან, ერთ-ერთ თაღში გაუჩინარდა, მე კი გავაცნობიერე რომ ბაბუა სამი წელია რაც გარდაიცვალა და ქუჩაში ვეღარასდროს შემხვდებოდა. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დიდი სევდა მომგვარა და გამვლელებს აღარ ვაკვირდებოდი… არადა საკმაოდ საინტერესო გზაა მარტოობის გადასაგორებლად ქუჩაში, როდესაც ყურსასმენები გაფუჭებულია. შეგიძლიათ სცადოთ….

გასპარ ნოეთბილისიმატრიოშკა (რუსული თოჯინა)მოხუცინინამ რაო?პატარა მის ბედნიერებაპერსონაჟებიპოლკოვნიკს არავინ სწერსსიყვარულიქუჩები
Previous Post

ფოტოები: ანჯელინა ჯოლი ფანებს სასტუმროს ნომრიდან მიესალმა

Next Post

კიდევ 6 ცნობილი მსახიობის აღმოჩენის ისტორია

Next Post
კიდევ 6 ცნობილი მსახიობის აღმოჩენის ისტორია

კიდევ 6 ცნობილი მსახიობის აღმოჩენის ისტორია

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020