სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ნინამ რაო?: სკოლის წლებზე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე

Cinemania ავტორი Cinemania
30 მაისი, 2019
რუბრიკა ნინამ რაო?, საავტორო სტატიები
1639
ნინამ რაო?: სკოლის წლებზე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სკოლის დამთავრების შემდეგ 5 წელი გავიდა. სანამ თბილისის საჯარო სკოლის ყვითელი კედლები, ილია ჭავჭავაძის ქანდაკება, მასტიკის სუნიანი პარკეტი და წარწერებით გავსებული მერხები არ დავტოვე, ვერ მივხვდი, რამდენად არასწორ, უსამართლო, რაღაც მხრივ ბოროტ და არაფრისმომცემ სივრცეში ვსწავლობდი. რას ვსწავლობდი? დიდად არაფერს…ცოტა იმას, ცოტა ამას. ტერმინს ბულინგი მაშინ არ ვიცნობდი, თუმცა მისი მნიშვნელობა ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო. საბედნიეროდ, არა ისე ახლოს ნაცნობი, როგორც იოზეკისთვის, ილმარ რააგის ფილმიდან კლასი, რომელსაც კლასელებმა ცხოვრება იმდენად გაუმწარეს, რომ ეს დანაშაული საკუთარი სიცოცხლისა და მკვლელის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. და თუ კი შემთხვევით ეს ფილმი ჯერ არ გინახავთ, მაშინ გადადეთ ყველა საქმე და ჩახედეთ ტკივილს, უსამართლობას და კაცმა არ იცის კიდევ რამდენ გრძნობას, პირდაპირ თვალებში….

რა უცნაურია არა? სკოლის წლები 5 წლის შემდეგ უკვე ბუნდოვნად მახსოვს. არც ის მახსოვს ვინ ვის აწყენინა, ვინ ვის ჩამოაცვა ნაგვის კალათა თავზე, ვინ ვის გადაუგდო ჩანთა ფანჯრიდან, ვინ ვის უწოდა ბოზი და ქალაჩუნა, მაგრამ მახსოვს ჩემი კლასელების ცრემლები, მწარე სიტყვები, მასწავლებლების გულგრილი სახეები, ჩემი სიმწრით სავსე სიტყვით გამოსვლები, რადგან არასდროს მიყვარდა უსამართლობა და არასდროს ვეგუებოდი მას. ახლა, როდესაც, მას მერე 5 წელი გავიდა და ყველანი ცოცხლები ვართ, თითქმის აღარავის გვახსოვს ერთმანეთის გულის ტკენა, მაგრამ ფაქტი ერთია: ჩვენ შეიძლება ცოცხლები ვართ, მაგრამ ბულინგის მსხვერპლებს ხშირად გაყინულებსა და უსიცოცხლოებს, მშობლები დაკრძალვაზე დასტირიან. და ამ მშობლებს არ ესმით, რატომ. მათი შვილი ხომ მხიარული და ჭკვიანი, ასეთი ხალისიანი და ინდივიდუალური პიროვნება იყო? როგორ მივიდა საქმე აქამდე? და ვისი ბრალია მომხდარი? პასუხი კი მარტივია: ყველასი და არავისი. ერთი კვირის წინ,  სერიალი 13 მიზეზი ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგია. სანახავია და დასაფიქრებელი.

ახლა ძალიან ვბრაზდები, როდესაც ჩემს მასწავლებლებს ვიხსენებ. ვიხსენებ და ვხვდები, რომ არც ერთი წამი სკოლაში გატარებული წლებისა, არც ერთ მათგანს (2-3 ადამიანის გარდა), იმათაც კი ვინც გულწრფელად მიყვარდა, არ უცდია სამართლიანი ყოფილიყო. გამონაკლისი, ლიტერატურის მასწავლებელი იყო, რომლის გაკვეთილი ჩემსა და მის დიალოგში გადიოდა, დანარჩენები კი უკან სრული ქაოსის მიერ იყვნენ შთანთქმულნი. ხშირად ახასიათებდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა “გაგთხრი ბიჭო ტრუბაში” და მისთანანი, კიდევ სასმელსაც ეტანებოდა, მაგრამ სიკეთეზე, ლიტერატურასა და ფასეულობებზე საუბრისას, ყველა მიხვდებოდა, რომ ალბათ ეს ადამიანი ის იშვიათი მასწავლებელი იყო სკოლაში, რომელსაც ბავშვები გულწრფელად უყვარდა. უყვარდა და ცდილობდა მათთვის ქართული ენის გრამატიკის წესებისა და საზეპიროების გარდა, კიდევ მეტი რაღაცის მიცემას. მართლა მინდოდა ზოგჯერ მაგიდაზე ასვლა  და ყვირილი: “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!” როგორც ფილმში მკვდარი პოეტების საზოგადოება .

                                  “პოეზია, სილამაზე, სიყვარული, რომანები – ამისთვის ვცოცხლობთ!”

ჰო… ეს სიტყვები ჩემთვის არავის უთქვამს. თუმცა დღეს ასე ვცხოვრობ.

სკოლის განათლება ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა და ამაზე საუბარი არავის უნდა. ან თუ საუბრობს, მისი მოსმენა არ უნდათ, ან თუ უსმენენ, არავინ არაფერს აკეთებს. რა შეიცვალა? ატარებდნენ რეფორმას, კარგს თუ ცუდს, მაგრამ არავინ გვიხსნიდა რატომ ან რისთვის ხდებოდა ესა თუ ის ცვლილება. (თუ ხდებოდა საერთოდ) გახსოვთ, ერთხელ სექსუალური განათლების გაკვეთილების შემოტანა გადაწყვიტა ვიღაც ყოჩაღმა და მონდომებულმა? “ჩვენ არ გვიტარდებოდა და რაღაცნაირად გავმრავლდით და მოვედით აქამდე” ამბობდნენ ჩემი 70 წლის (ან გადაცილებული) მასწავლებლები. თქვენც ასე ფიქრობთ? მაშინ, მოდით, ნახეთ სერიალი სექსუალური განათლება და ამ თემაზე დაფიქრდით. დაფიქრდით რამდენად სჭირდება მოზარდს, რომ ვინმე დაჯდეს და აუხსნას რას ნიშნავს პრეზერვატივი, როგორ უნდა დაიცვას თავი. როგორ ჭირდება მოზარდს ფსიქოლოგი, რომელიც აუხსნის, რომ ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც მას გონია. ვინმე, ვინც ეტყვის რომ თუ ბიჭია და ვარდისფერი ფერი მოწონს ეს ნორმალურია, რომ თუ გოგოა და გოგოები მოსწონს, არაფერია ამაში დასაცინი ან მიუღებელი, რომ მთვრალი გოგოს ლოგინში ჩათრევა ცუდია და ძალადობის ტოლფასიცაა. მოზარდებს ჭირდებათ, რომ ვინმემ  საკუთარი თავის ისეთად მიღებაში დაეხმაროს როგორებიც არიან. ვიღაც ვინც სიკეთისა და ბოროტების გარჩევაში დაეხმარებათ.

” განვსხვავდებით, თუმცა ერთნაირები ვართ”

თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია, და ცხოვრება უბრალოდ ასეა მოწყობილი, უსამართლო და მძიმეა, და სკოლების მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაშინ დროა გადახედოთ თქვენს პოზიციას და ყველა იმ სერიალს და ფილმს უყუროთ, რომელიც ამ სტატიაში მოვათავსე. მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ სკოლის მოსწავლეები ხართ და ამას კითხულობთ, ყველაფერი  იმაზე უფრო მარტივადაა, ვიდრე გგონიათ ამ მომენტში. და თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, რამე გაწუხებთ ან გტკივათ, დაელაპარაკეთ ამაზე თქვენს გვერდით მჯდომს, მშობელს, მეგობარს, დას ან ძმას ან ვინმეს, ვისაც ენდობით და ყველაფერი მაშინვე თუ არა, სულ მალე დალაგდება.

13 მიზეზი13 მიზეზი რატომბოროტებაბულინგიკინოკლასიმასწავლებლებიმკვდარი პოეტების საზოგადოებამოსწავლეებიპრობლემებისექსუალური გნათლებასიკეთესკოლა
Previous Post

ჯოელ კინამანი თვითმკვლელთა რაზმის სიქველშიც ითამაშებს

Next Post

ქართული ფილმი "ცუდი ხალხი" Palm Springs-ის კინოფესტივალზე მოხვდა

Next Post
ქართული ფილმი “ცუდი ხალხი” Palm Springs-ის კინოფესტივალზე მოხვდა

ქართული ფილმი "ცუდი ხალხი" Palm Springs-ის კინოფესტივალზე მოხვდა

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ავტორი Cinemania
3 ივლისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ცნობილი ადამიანები და მათი შვილიშვილები

ავტორი Cinemania
3 ივლისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020