სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ზურა აბაშიძის #კინოდღიურები

Cinemania ავტორი Cinemania
16 აპრილი, 2019
რუბრიკა #კინოდღიური
0
ზურა აბაშიძის #კინოდღიურები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მოდით ამჯერად, რუბრიკაში #კინოდღიურები მწერლის, ზურა აბაშიძის, კინოგემოვნებას გავეცნოთ

რომელი ცნობილი რეჟისორისთვის დაწერდით სცენარს ?

უამრავი ცნობილი და არაცნობილი კინორეჟისორი მახსენდება, რომლისგანაც პირველ რიგში ბევრ რამეს ვისწავლიდი და სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ ჩემს ძალებს მაინც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებისკენ მივმართავდი და დიდი ენთუზიაზმით გავაკეთებდი მათთან ერთად მოკლემეტრაჟიან თუ სრულმეტრაჟიან ფილმებს. მგონია, რომ კინოს კეთება ჩვენნაირ ქვეყანაში უფრო საინტერესოა.

ფილმი რომელიც ყველაზე კარგად აღწერს უმცირესობათა პრობლემებს არის…

ბოლო წლებში ბევრი ფილმი თუ სერიალი ნახა მაყურებელმა უმცირესობების თემატიკაზე, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მაინც 1990 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი პარიზი იწვის (Paris is Burning) არის, სადაც აღწერილია 80 იანი წლების ნიუ-იორკის Ballroom კულტურა. ფილმში სხვადასხვა რასის, კულტურის და ისტორიის მქონე ქვიარ ადამიანები ყვებიან, როგორი იყო 80-იანი წლები და რა მსხვერპლის გაღება მოუწიათ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ უფრო უსაფრთხოდ და ბედნიერად გვეცხოვრა. ფილმი იმითაც არის გამორჩეული, რომ ჯერ კიდევ მაშინ ყვებოდა ტრანსგენდერი, გეი და ქვიარ ადამიანების პრობლემებზე, როცა სამყარო ამით ნაკლებად იყო დაინტერესებული.

რომელ მსახიობთან ერთად ითამაშებდით ფილმში პოსტაპოკალიპტურ სამყაროზე?

დიდი სიამოვნებით ამოვუდგებდი გვერდში შარლიზ თერონის გმირს, იმპერატორ ფურიოსას, გოგოებთან ერთად ავუჯანყდებოდი უკვდავ ჯოს და გადავკვეთდით უდაბნოს გიჟური სისწრაფით. უკეთესს შემთხვევაში, კიტ ჰარიგტონთან და დრაკონებთან ერთად გადავუფრენდი განადგურებულ დედამიწას.

(კადრი ფილმიდან შეშლილი მაქსი)

მსოფლიო ლიტერატურის თქვენი საყვარელი ეკრანიზაცია არის…

საყვარელი წიგნის ფილმად ქცევა ყოველთვის ძალიან მაშინებს. წინასწარი განწყობა ყოველთვის უარყოფითი მაქვს და ხშირადაც მიმართლდება კიდეც. რასაც ვერ ვიტყოდი მაიკლ კანინგემის წიგნის, საათების ეკრანიზაციაზე, რომელიც არ ჩამოუვარდება წიგნს და მეტიც, უფრო მძაფრად და დრამატულად გვიყვება სამი ქალის ტრაგიკულ ისტორიას. ფილმი 2002 წელს გამოვიდა და მასში ჰოლივუდის სამი ამომავალი ვარსკვლავი, ჯულიანა მური, ნიკოლ კიდმანი და მერილ სტრიპი მონაწილეობენ. ფილმი ვირჯინია ვულფზეა და გვიყვება,  რა გავლენა იქონია კლასიკოსმა მოდერნისტმა ავტორმა სხვადასხვა თაობაზე.

რომელი ფილმის რომელ პერსონაჟს მიამსგავსებით საკუთარ თავს…

გამიჭირდება ერთი რომელიმე გმირის დასახელება, მაგრამ მახსენდება ავტორები და რეჟისორები, რომლებმაც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს. ერთ-ერთი ასეთი პედრო ალმოდოვარია, რომელსაც მოზარდობის წლებიდან ვუყურებ და რომელმაც განაპირობა ჩემი ტემპერამენტი. ამ რეჟისორმა მიკარნახა, რა უნდა მომეყოლა და როგორ უნდა მომეყოლა, სად უნდა მეძებნა ბედნიერება და როგორ უნდა ვყოფილიყავი  უკეთესი საკუთარი თავისთვის თუ სხვა ადამიანებისთვის.

(კადრი პედრო ალმოდოვარის ფილმიდან დაბრუნება)

#კინოდღიურებივირჯინია ვულფიკიტ ჰარინგტონიმერილ სტრიპინიკოლ კიდმანიპარიზი იწვისპედრო ალმოდოვარისაათებიუმცირესობებიშარლიზ თერონი
Previous Post

ჯორჯ ლუკასი სამეფო კარის თამაშების გადაღებებს ეწვია

Next Post

ნახეთ ვიდეო: სამეფო კარის თამაშების მსახიობები ცხელი ხაზის შეკითხვებს პასუხობენ

Next Post
ნახეთ ვიდეო: სამეფო კარის თამაშების მსახიობები ცხელი ხაზის შეკითხვებს პასუხობენ

ნახეთ ვიდეო: სამეფო კარის თამაშების მსახიობები ცხელი ხაზის შეკითხვებს პასუხობენ

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020