სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

დათა თავაძის #კინოდღიურები

Cinemania ავტორი Cinemania
13 ნოემბერი, 2018
რუბრიკა #კინოდღიური
0
დათა თავაძის #კინოდღიურები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენს რუბრიკაში საკუთარ კინოდღიურებზე და ფავორიტ ფილმებზე, რეჟისორი დათა თავაძე გვესაუბრება.

 

1. ახალი სპექტაკლის იდეისთვის, მოუცია რომელიმე ფილმს ინსპირაცია?

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს. მახსოვს, როცა “ფრეკენ ჟულის” ვდგამდით, რამხელა ინსპირაციის წყარო იყო ჩემთვის ინგმარ ბერგმანის “მდუმარება“, ფასბინდერის “პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები” და კასავეტესის “ქალი გავლენის ქვეშ“ – სამივე ფილმი სხვადასხვანაირ დუმილს გვიჩვენებს, რაც ამ ჩვენი დადგმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები იყო.

სპექტაკლი "ფრეკენ ჟული" და ფილმები: "მდუმარება", "პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები"
სპექტაკლი “ფრეკენ ჟული” და ფილმები: “მდუმარება”, “პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები”

როცა “ტროელი ქალების” დასადგმელად ვემზადებოდი, მოჰსენ მაჰმალბაფის “სალამი კინოს” ვნახე. ამ ფილმმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ პიესაში ერთ-ერთ სცენას Salam Cinema ჰქვია. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ გაგვიხარდა, როცა “ტროელი ქალების” ერთ-ერთ ჩვენებაზე დარბაზში მაჰმალბაფი დავინახეთ. იმ დროს საქართველოში ფილმს იღებდა.

"სალამი კინოს", სპექტაკლი "ტროელი ქალები"
“სალამი კინოს”, სპექტაკლი “ტროელი ქალები”

2. ისე, რომელ ფილმს აქცევდით სათეატრო წარმოდგენად და რატომ?

ჩემი თინეიჯერობის საიდუმლო ოცნება იყო ტარანტინოს “ცოფიანი ძაღლები” დამედგა, მაგრამ, ზოგადად, თავს ვარიდებ ნებისმიერი შემდგარი მასალი გადააზრებას. ეს თეატრსაც ეხება და კინოსაც. თუ ფილმი, ან სპექტაკლი მომწონს, იმ მასალის დადგმა აღარ მინდება ხოლმე – დარწმუნებული ვარ, უკეთ ვერ შევძლებ და საერთოდ, ჯობია ის ვაკეთოთ, რასაც სხვა ჩვენზე უკეთ ვერ გააკეთებს. ჩვენ ხშირად ვციტირებთ ფილმებიდან ჩვენს სპექტაკლებში, თუმცა ეს უფრო თხრობის მანერაა…

"ცოფიანი ძაღლები"
“ცოფიანი ძაღლები”

3. რომელია ფილმი, რომელიც თქვენი აზრით, ადამიანებში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს?

ის, თუ როგორ ეფექტს ახდენს ხელოვნება ადამიანებზე, ყოველთვის მნახველზეა დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, მნახველი ქმნის ნანახის შინაარსს, ეს უკიდურესად ინდივიდუალური პროცესია, სადაც ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: როდის ნახავთ, სად ნახავთ, ვისთან ერთად ნახავთ, საიდან მოხვედით და როგორ მოხვედით… მოკლედ, ყველა თავისას ხედავს და ხელოვნებაც, როგორც ჩანს, იმ აზრებსა და შეგრძნებებს გვიღიზიანებს, რომლებიც ისედაც გვაქვს. აი მაგალითად, ჩემი სტუდენტებისთვის მომიყოლია ფილმებიდან რაღაც სცენები და ნახვის შემდეგ, იმედგაცრუებულებს უთქვამთ, მსგავსი არაფერი მომხდარა იმ ფილმშიო…

ჩემთვის პირადად, მიხეილ კალატოზიშვილის “მე – კუბა” იყო ასეთი მნიშვნელოვანი ფილმი. პირველად ცხოვრებაში მქონდა შეგრძნება, რომ არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა მას შემდეგ, როცა კინოთეატრიდან გავიდოდი…

"მე-კუბა"
“მე-კუბა”

4. რომელი ფილმი აღწერს ყველაზე კარგად თქვენს პროფესიას?

საერთოდ არ მიყვარს ფილმები რეჟისორების შესახებ. რაღაც მომენტში მოსაწყენად ავტობიოგრაფიული ხდება და ისინი წუწუნის ცდუნებას ვერ გაურბიან, მაგრამ ბერგმანის ფილმში “რეპეტიციის შემდეგ” არის ასეთი რეპლიკა: “მკვდრები მკვდრები აღარ არიან”, თვითონ ფილმი არ მიყვარს, მაგრამ მგონია, რომ ეს ფრაზა კარგად აღწერს იმას, რითიც ვართ დაკავებულები.

"რეპეტიციის შემდეგ"
“რეპეტიციის შემდეგ”

5. და ბოლოს, რომელ ცნობილ რეჟისორს, რომელ სტილში გადააღებინებდით ფილმს თქვენი სპექტაკლის მიხედვით?

რატომღაც ვინტერბერგის “დღეობა” გამახსენდა… ჯანდაბას, გადაიღოს ვინტერბერგმა.

"დღეობა"
“დღეობა”
#კინოდღიურებიდათა თავაძედღეობაინგმარ ბერგმანიმდუმარებამე-კუბაპეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლებირეპეტიციის შემდეგსალამი კინოს
Previous Post

"ალფის" რიმეიქი აღარ იქნება

Next Post

"სამეფო კარის თამაშების" გამოსვლის თარიღი ცნობილია

Next Post
“სამეფო კარის თამაშების” გამოსვლის თარიღი ცნობილია

"სამეფო კარის თამაშების" გამოსვლის თარიღი ცნობილია

ახალი ამბები

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020