სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

Big Little Lies და საქართველო

Cinemania ავტორი Cinemania
15 ივნისი, 2019
რუბრიკა რეცენზიები, საავტორო სტატიები
906
Big Little Lies და საქართველო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“გენიისა და ნიჭის მქონე ყველა მამაკაცი იმ კლასიდან გამოვიდა, რომელშიც ქალები აქამდე არასოდეს შეუშვიათ”– ეს სიტყვები მერი უოლსტონკრაფტს ეკუთვნის. ქალს, რომელმაც ფაქტრობრივად ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქალთა საკითხებზე საჯაროდ საუბარი და 1792 წელს ინგლისში, “ქალის უფლებების დაცვის” ტრაქტატი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ამის შემდეგ დაწერილი და გამოყვეყნებული უამრავი წიგნი, თუ კვლევა აქვს, უოლსტონკრაფტის სიტყვები უკვდავია. მას დღემდე იყენებენ ფემინისტები და ამ სიტყვებით ხშირად ამტკიცებენ, რომ ქალებზე ხშირი ძალადობა გარემოს და იმ ისტორიის ბრალია, რაც მუდმივად გვდევს თან.

სწორედ ამიტომაა, რომ სუსტი და მიმნდობი ქალები ხშირად ხდებიან გაუცნობიერებელი ძალადობის მსხვერპლნი და ზოგჯერ წლების განმავლობაში ვერ ხვდებიან, რომ მათ ნახევარზე მეტი ცხოვრება ძალადობასა და აკრძალვაში გაატარეს.

ნიკოლ კიდმანი სერიალში "დიდი პატარა ტყუილები"
ნიკოლ კიდმანი სერიალში “დიდი პატარა ტყუილები”

ვფიქრობ სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლია ნიკოლ კიდმანის პერსონაჟი – სერიალში Big Little Lies. ლამაზი, დახვეწილი და ჭკვიანი ქალი, რომელმაც საყვარელი მამაკაცის გამო საკუთარი ცხოვრება დათმო და გადაწყვიტა თავი მდიდარი ქმრისთვის და შვილებისთვის მიეძღვნა. სერიალის პირველივე სეზონის პირველ ეპიზოდშივე ვხვდებით, რომ ის გაუცნობიერებელი კი არა, უკვე ხილული, გაცნობიერებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ როგორ მივიდა ის ამ მდგომარეობამდე და როგორ დათმო თავისუფლება, თითქოს მხოლოდ მეორე სეზონის პირველ ეპიზოდში ვიგრძენით.

ჩვენ ვხედავთ კიდმანის პერსონაჟის თვითრეფლექსიას, რომელიც უკვე მკვდარი ქმრის გლოვას და ძალადობისგან გათავისუფლების სიხარულს შორის მერყეობს. მსხვერპლის ფსიქოლოგიის  დამსახურებით, მას მაინც უყვარს და ენატრება მოძალადე… კიდმანის პერსონაჟი ცალსახად პირველად იწყებს ფიქრს იმაზე, თუ ვინ იყო მისი ქმარი. ის იღებს მოცემულობას, როგორც მოძალადე ქმრის მსხვერპლობისა, მაგრამ ამასთანავე ახსენდება მისი ჩახუტება და სიყვარული. ვფიქრობ ეს არის პასუხი – როგორ ხდებიან ჭკვიანი ქალები ძალადობის მსხვერპლნი? ისევ უოლსტონკრაფტს დავეყრდნობი და გავიმეორებ ფრაზას: “გენიისა და ნიჭის მქონე ყველა მამაკაცი იმ კლასიდან გამოვიდა, რომელშიც ქალები აქამდე არასოდეს შეუშვიათ”.

კი ეს ნამდვილად ასეა. კიდმანის პერსონაჟის ქმარი პერი, რომელიც მას თავდავიწყებით შეუყვარდა და მის გამო ცხოვრებაც დათმო, სწორედ იმ კლასიდან არის, რომელსაც საყვარელი ქალის მოსახიბლად დიდ ხანს შეუძლია ძალადობრივი ქცევების შეკავება, ხოლო როგორც კი ყველაფერს დაატოვებინებს და დაათმობინებს, მხოლოდ მაშინ ავლენს რაეალურ სახეს. ქალი კი უკვე ისეა გაბმული აბსურდულ პატრიარქალურ ქსელში, რომ ვერც არჩევს ძალადობა რეალობაა, თუ ილუზია,რომელსაც თავად იგონებს.

კადრი სერიალიდან "დიდი პატარა ტყუილები"
კადრი სერიალიდან “დიდი პატარა ტყუილები”

სერიალი ძალიან აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან მამაკაცების მიერ ქალებზე ძალადობის უდიდესი მაჩვენებელი ფიქსირდება. ჩვენს ქვეყანაში კაცებს შემაკავებელი ორდერისაც კი არ ეშიანიათ და საჯარო სივრცებშიც თავისუფლად სცემენ და კლავენ ცოლებს. 21-ე საუკუნის საქართველოში ქალის ფლობა და მისი მესაკუთრეობა ჩვეულებრივი ამბავია და ამხელა კამპანიებისა და ჩარევის მიუხედავად გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით: საქართველოში შვიდიდან ერთი ქალი ოჯახში ძალადობას განიცდის. კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ ქალებსა და კაცებს ურთიერთობებში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მაღალი მიმღებლობა აქვთ.  გამოკითხულთა შორის ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა და კაცების ერთ მესამედს მიაჩნია, რომ გარკვეულ გარემოებებში ცოლის ცემა გამართლებულია. და ყველაზე საშიში ის არის, რომ ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა და კაცების თითქმის ნახევარს სჯერა, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, როცა ის მას არ ეთანხმება. თუმცა ამ კვვლევის გამოქვეყნების შემდეგ მაინც ბევრი რამ შეიცვალა. 2019 წელს სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონში განისაზღვრა და დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯაროდ, დარეგულირდა. კერძოდ კი დადგინდა სანქციები, რომლის მიხედვითაც: საზოგადოებრივ ადგილებში ქალის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა დაჯარიმდება 300 ლარით. ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარი იქნება.

იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით დაჯარიმდება 500-დან 800 ლარამდე თანხით. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში მიაღწევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

ფოტო: აქცია თბილისში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ
ფოტო: აქცია თბილისში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ

ამ კანონის არსებობა ქართულ რეალობაში უკვე პროგრესია და მისი მიღება სწორედ ისეთი ადამიანების დამსახურებაა, როგორ ქალებსაც Big Little Lies-ში ვუყურებთ. ქალების, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი და სხვა ქალების უფლებებისთვის მთელი ცხოვრება იბრძვიან. თუმცა რამდენად მკაცრია ეს კანონი ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა? კაცს, რომელსაც ქალი თავისი საკუთრება ჰგონია, შეაშინებს 800 ლარიანი ჯარიმა ან ათ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა? არ ვიცი. მეეჭვება, მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს. იქნებ ამ კანონმაც ისე იმუშაოს როგორც ღვედის არგაკეთების სანქცამ და ძალადობის ამხელა მაჩვენებელმაც იკლოს?

Image result for big little lies season 2

დავუბრუნდეთ ისევ სერიალს. კიდმანის თვითრეფლექსიის გარდა, მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიუჟეტური ხაზითაა შთამბეჭდავი: მსხვერპლის ახლობელი ქალებით, რომლებიც ყველაფერზე მიდიან მსხვერპლის დასაცავად და მკვლელობას უბედურ შემთხვევად ისე მარტივად ასაღებენ, რომ მაყურებელსაც ეჭვი ეპარება ნამდვილად მკვლელობა იყო, თუ მოგვეჩვენა. როგორც წესი ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარშემო იშვიათად აღმოაჩნდებათ ხოლმე ისეთი ქალები, რომლებიც მის რეალობას ასე ჯანსაღად იაზრებენ და მოძალადის დასასჯელად ამ ხარისხით თავდაჯერებულად ერთიანდებიან.

თავად მსხვერპლის ჩათვლით სერიალმა ალბათ ძალადობის დამარცხების ერთ-ერთი საუკეთესო სიუჟეტი შემოგვთავაზა. ხუთი ქალი, რომლებსაც ხან მოსწონთ ერთმანეთი ხან არა, ზოგი ებრძვის კიდევაც ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი საქმე ქალის მიმართ ძალადობას შეეხება, ერთი იდეის დასაცავად უყოყმანოდ ერთიანდებიან. ამარცხებენ მოძალადეს და მკვლელობას, რომელიც მხოლოდ ერთმა ჩაიდინა, საკუთარ თავზე იდენტურად ინაწილებენ. ისინი ამბობენ, რომ პერი უბედურ შემთხვევას შეეწირა, მაგრამ გულის სიღრმეში ხუთივემ იცის რომ მკვლელია. ჩუმი, მატყუარა მკვლელი. თუმცა ზოგჯერ მკვლეობასაც აქვს გამართლება. როცა ამ ერთმა კაცმა ორი ქალის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. მათ წაერთვათ თავისუფლება და სიმშვიდე, ცხოვრებამ კი მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა.  სწორედ ამიტომ დანარჩენი სამი ქალისთვისაც გასაგები გახდა, რომ პერის მკვლელობისთვის არავინ უნდა დაისაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ბონი, ქალი რომელმაც  პერის ხელი ჰკრა და გადააგდო, დეპრესიაშია და ხუთეულიდან ერთადერთია, რომელმაც შეიძლება მკვლელობა აღიაროს, ვფიქრობ ისიც ბოლომდე დარჩება „დიდი,პატარა მატყუარების“ ერთგული და მოძალადის მკვლელობას, საბოლოოდ სამართლის აღსრულებად მიიჩნევს.

კაცები, რომლებიც ამ სტატიას წაიკითხავენ გაბრაზდებიან, მაგრამ დაფიქრდით: მაშინ როდესაც ქალებს წიგნის წაკითხვისთვის სჯიდნენ, სიყარულისთვის სჯაროდ ქოლავდნენ, თავისუფლებისთის შვილებს და ოჯახს ართმევდნენ, ხმის ამოღებისთვის ასახლებდნენ, კარიერული წარმატებისთვის სექსუალურად ავიწროვებდნენ, სილამაზისთვის აუპატიურებდნენ, გონიერებისთვის კი შეშლილად რაცხავდნენ არ ღირს ამხელა მსხვერპლი?

Big Little Lies ისტორიული შურისძიებაა მთელ პატრიარქალურ კულტურაზე და რევოლუციური გამარჯვება სამყაროზე რომელშიც უკვე ხუთეულის მსგავსი „პატარა მატყუარები“ მრავლად ჩნდებიან!

ავტორი: ციკო ინაური 

უყურე სერიალს – დიდი პატარა მატყუარები აქ. 

დიდი პატარა ტყუილებიოჯახური ძალადობასექსუალური ძალადობა
Previous Post

ნახეთ ფოტოები: ჯეიმს მაკევოი ფეხბურთს თამაშობს

Next Post

10 ფილმი, რომელსაც მამასთან ერთად უნდა უყუროთ

Next Post
ბედნიერების კვალდაკვალ

10 ფილმი, რომელსაც მამასთან ერთად უნდა უყუროთ

Please login to join discussion

ახალი ამბები

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020