სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ძალიან ზოგადი რეფლექსია კინოსა და კულტურაზე

Cinemania ავტორი Cinemania
31 მაისი, 2019
რუბრიკა კინომომენტები
1992
ალმოდებული
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ფიქრთა ჯაჭვს” ვეძახი ხოლმე და ზოგჯერ ვხუმრობ, რომ შესაძლოა ფიქრი, მაგალითად – პოლიტიკურ სისტემებზე დაიწყოთ და ბოლოს ჯაჭვი – აქლემით დაასრულოთ. ეს მართლაც ასეა. ობიექტივაციის პროცესში, როცა მექანიკურ მოქმედებებს ვწყვეტთ და რაღაცაზე ვჩერდებით, ვფოკუსირდებით, უამრავი რამ ცნობიერდება და შესაძლოა, დასასრულს აღარც კი გვახსოვდეს, თავდაპირველად რამ გვაიძულა შეჩერება.

თუმცა, ამ შემთხვევაში მახსოვს.

ვიღაცამ თქვა, რომ წელსაც და შარშანაც კანის კინოფესტივალზე აზიურმა ფილმმა გაიმარჯვა. მართალია, ამ ორიდან არცერთი, მაგრამ იმ წუთას ჩენ-დონ ლის ალმოდებული გამახსენდა, რომელიც შარშანდელ ფილმებში ჩემი ფავორიტი იყო. მერე კი იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ აზიურ და დასავლურ კინოში გმირები – თუნდაც მიზეზი ერთნაირი იყოს – ყოველთვის სხვადასხვანაირად იტანჯებიან (ვგულისხმობ ტანჯვას, როგორც მდგომარეობას, პროცესს).

ალმოდებული

აზიაში ტანჯვა უფრო ჩუმია და თუნდაც დესტრუქციული ქმედებით დასრულდეს, პროცესში მეტი ნებისყოფა და მიმღებლობა ვლინდება. (და ჯაჭვის შემდეგი ფიქრიც ისაა, რომ ამის მიზეზი კულტურა და კულტურული თავისებურებებია.)

რადგან ჰო, კოლექტივისტურ კულტურებში მიღებულია ემოციების კონტროლი და არა – გამოხატვა, განსხვავებით ინდივიდუალისტური კულტურებისგან, რომლებიც ამ მხრივ გაცილებით თავისუფალნი არიან.

მახსოვს, ადრე ექსპერიმენტებზე წავიკითხე, რომლებიც კულტურებს შორის განსხვავებებს იკვლევდა და რომლებმაც გააბათილა მოსაზრება, თითქოს აზიური კულტურის წარმომადგენლები ნაკლებად განიცდიდნენ. განსხვავება სწორედ – გამოხატვაშია. როგორც უკვე ვთქვი – აზიაში ტანჯვა უფრო ჩუმია (და ეს კარგად ჩანს თუნდაც ალმოდებულში, ჯონ-სუს შემთხვევაში).

ალმოდებული

იმავე ექსპერიმენტების კითხვისას ერთმა ფაქტმა გამაოცა – თუ ადრე თვითმკვლელობის სტატისტიკა კოლექტივისტურ კულტურებში მეტი იყო, ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში თითქმის გათანაბრდა, რის მიზეზადაც საკმაოდ ბუნდოვანი თეორიები გახლდათ მოყვანილი.

მერე დავფიქრდი: თუ ერთი მხრივ, ჩახშობილ ემოციებს მიჰყავს ადამიანი თვითდესტრუქციის უკიდურეს გამოვლინებამდე, მაშინ რა იწვევს იმავე გამოვლინებას, როცა ადამიანი ამ კუთხით უფრო თავისუფალია და კულტურული ნორმებიც გაცილებით ნაკლებად ზღუდავს მის ინსტინქტებსა და სურვილებს?

ჩემი ფიქრები ერთი სიტყვის გარშემო ფოკუსირდა:

მარტოობა.

ინდივიდუალისტურმა კულტურებმა, რომლებმაც ცენტრში ინდივიდი და მისი თავისუფლება, “მე”-ზე კონცენტრირება დააყენა, თავისთავად დააყენა მისი მარტოობაც. შესაძლოა, სწორედ ესაა მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მაინც, რის გამოც ფსიქიკური აშლილობების რიცხვი დღესდღეობით გაცილებით მაღალია.

ალმოდებული

მაგრამ ასე რა გამოდის, რომ ჯონ-სუ ნაკლებად მარტოსულია, ვიდრე, მაგალითად, კრისტიანი კვადრატიდან? და იქნებ სხვაობა მარტოობისადმი დამოკიდებულებასა და არა მარტოობის ხარისხშია? იქნებ მთავარი განსხვავება – სიჩუმეშია?

რადგან დაუვიწყარია კადრი, როცა ჯონ-სუ ღამით მინდორში გარბის და ცაზე ჩიტების გუნდი გადაიფრენს.

ჰოდა, რა ვიცი.

 

ალმოდებულიკვადრატიკრისტიანიმარი ბექაურიჩენ-დონ ლიჯონ-სუ
Previous Post

ამ ფოტოებით ჯულია რობერტსი გვიმტკიცებს, რომ ისევ ყველაზე ლამაზია

Next Post

ნახეთ: მეფე ლომის ახალი პოსტერები

Next Post
ნახეთ: მეფე ლომის ახალი პოსტერები

ნახეთ: მეფე ლომის ახალი პოსტერები

Please login to join discussion

ახალი ამბები

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020