სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

გოგონების ნამდვილი ცხოვრება

Cinemania ავტორი Cinemania
17 მაისი, 2019
რუბრიკა კინომომენტები
1722
გოგონები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ისინი სპონტანურები არიან. ისინი საკუთარ თავს ეძებენ და ამ ძიების პროცესში არაფერს უშინდებიან. ეხვევიან ინტრიგებში, უშვებენ შეცდომებს და ზოგჯერ სულაც ვერ სწავლობენ ამ შეცდომებზე. ხშირად მარცხდებიან და უმწეობის განცდა ახრჩობთ, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებენ იმედს, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება. ისინი, უბრალოდ, ცხოვრობენ.

გოგონები ძალიან რეალისტური ისტორიაა გოგონების ყოველდღიურობაზე, მათ განცდებზე, ბრძოლაზე, თვითდამკვიდრებაზე, სიყვარულზე, ფლირტზე, სექსზე. ამ გოგოურ ისტორიაში კი ადამ დრაივერის ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებას ვუყურებთ.

სერიალშიც ადამი ჰქვია. ოღონდ იქ გვარად – საკლერია და მთავარი გმირის – ჰანას შეყვარებულს თამაშობს. ჰანა კი ეგოისტია, საშინელი ეგოისტი, რომელიც გარშემომყოფებისგან გამუდმებით ყურადღებას და მის პრობლემებზე ფოკუსირებას მოითხოვს. თუმცა, ჰანას ერთი უპირატესობა აქვს – მას საკუთარი თავის სწამს და ცხოვრების მოცემულ ჩარჩოებს არ სცნობს. თავგადასავლების მოყვარული გოგონა ყოველთვის ცდილობს, მიიღოს ის, რაც სურს და რაც სწორად მიაჩნია.

გოგონები

სერიალს დიდი კრიტიკა მოჰყვა იმ ფაქტის გამო, რომ კადრში ხშირად ჩანს ჰანას შიშველი სხეული. თუმცა, მე მგონია, რომ ეს სერიალის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მხარეა, რადგან ჩვენ ვხედავთ მსუქან, ცელულიტებიან ჰანას, რომელსაც მიღებული აქვს საკუთარი სხეული, არ აქვს კომპლექსები და აქვს – კარგი ინტიმური ცხოვრება. ეს კი ბევრი ჭარბწონიანი გოგოსთვის ძალიან დიდი სტიმულის მიმცემია. ჭარბი წონა ხომ ხშირად ჩაკეტილი ცხოვრების, სოციალური და პირადი ურთიერთობების არქონის, საკუთარი სხეულის სიძულვილის, ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი ხდება.

ფსიქოლოგიური პრობლემები ჰანასაც აქვს, ოღონდ ეს თავიდანვე არ ჩანს. მერე ვიგებთ, როცა მოულოდნელად გოგონა აკვიატებულ თვლას იწყებს, რასაც აკვიატებული მოქმედებები მოჰყვება. მშობლებთან სადილობის სცენაში კი დიალოგისას ჟღერდება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჰანა რაღაც ძველს მიუბრუნდა – რეგრესირდა.

საოცარი სცენაა, როცა ადამ საკლერი ჰანას პრობლემას მიხვდება. სწორედ ადამს გამოჰყავს ის მდგომარეობიდან და ჩვენ ვხედავთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ თანადგომას, სიყვარულს, საყვედურის ნაცვლად შეკითხვის დასმას, რატომ, რა მიზეზით აწუხებს ადამიანს ის, რაც აწუხებს…

გოგონები

ჰო. ადამი კარგია. მაგრამ მერე ცუდად იქცევა. მერე გულისტკენების დრო დგება, როგორც ხდება ხოლმე ცხოვრებაში და ეს კიდევ ერთხელ გვიჩენს შეგრძნებას, რომ რაღაც ძალიან რეალისტურს ვუყურებთ, ისეთს, რაც ახლობელია, რაც ვიცით, რაც ჩვენც გადაგვხდენია თავს ან არ გადაგვხდენია, რადგან სერიალის გოგონებივით ვერ გავრისკეთ…

ჰანა კი ყოველთვის რისკავს. ამის გარეშე მისთვის ცხოვრება მოსაწყენია. მან კარგად იცის, რომ ერთხელ ცხოვრობს და ეს ცხოვრება მისია – მისი არჩევანი და ამ არჩევანის შედეგები – თავისი გამარჯვებებით და დამარცხებებით, უძრაობებით, აქტიური და პასიური პერიოდებით, ბედნიერებებით და ტკივილებით.

გოგონები

მე თვითონ სერიალის ყურება პასიურ პერიოდში დავიწყე, როცა თითქოს ყველაფერი ჩერდება ირგვლივ, სამყაროში, და ადამიანი თვითრეფლექსიებიდან მოდუნებულ ფაზაში გადადიხარ. ჰოდა ამ გოგონებმა სიახლეების ძიებისკენ მიბიძგეს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ სამი საათის წინ სპონტანურად შევიძინე ბილეთი, ჩანთაში სწრაფად ჩავყარე ტანსაცმელი და გზას გავუდექი, თანაც ისე, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი ჯერ არ მიყიდია. ამ შემთხვევაში ხომ – ნამდვილად ღმერთმა უწყის, როდის დავბრუნდები…

გოგონები

ადამ დრაივერიგოგონებიმარი ბექაური
Previous Post

ჯორჯ მარტინს "Avengers: Endgame" მოეწონა

Next Post

რატომ გაუჩინარდა ჰოლივუდიდან ჯოშ ჰარტნეტი

Next Post
რატომ გაუჩინარდა ჰოლივუდიდან ჯოშ ჰარტნეტი

რატომ გაუჩინარდა ჰოლივუდიდან ჯოშ ჰარტნეტი

Please login to join discussion

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020