ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა.
კონკურსის პირობების თანახმად, ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში წელს შემდეგი ფილმები მიიღებენ მონაწილეობას:
“ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
“ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
“ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
“დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
“ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
“ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.