დღეს ლოკარნოს 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება, რომელშიც ორი ქართველი რეჟისორის ფილმი მონაწილეობს: მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟინი ფილმი “დონოლა” და დავით ფირცხალავას “საშლელი“. ფირცხალავას სადებიუტო ნამუშევარმა “მამა“, რომელიც 2015 წელს იყო ნაჩვენები პროგრამაში Pardi di Domani ფესტივალის ჯილდო “ოქროს ლეოპარდი” მოიპოვა. წლევანდელ ფესტივალზე მისი ფილმი ისევ ამ საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.
ფესტივალზე მიემგზავრება გიორგი ვარსიმაშვილიც, რომელიც დოკუმენტური ფილმის პროექტით Doc Summer School-ში მიიღებს მონაწილეობას.