ზუსტად ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი და მისი შეყვარებული კუკ მარუნი დაინიშნენ.
წყვილის ურთიერთობის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გახდა, როდესაც პაპარაცებმა ისინი ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს.
კუკ მარუნი ნიუ-იორკის ერთ-ერთი გალერეის დირექტორია და როგორც ცნობილია, წყვილი ერთმანეთს მეგობრების დახმარებით შეხვდა.
ნიშნობის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადების შემდეგ, წყვილი არც ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩენილა და აღარც პაპარაების ობიექტივში მოხვედრილან.
თუმცა, საბოლოოდ ჯენიფერი და კუკი რამდენიმე დღის წინ ფოტოგრაფებმა წვიმიანი ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. მსახიობი და მისი საქმრო ერთ-ერთ რესტორანს რომანტიკულ ვახშმის შემდეგ ტოვებდა.