მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი და მისი შეყვარებული ჟანა კადიუ პაპარაცებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ ერთად გადაიღეს.
38 წლის მსახიობი, 23 წლის მოდელთან ერთად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კაფეში სადილობდა.
ჯეკისა და ჟანას ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია პირველად დეკემბერში გავრცელდა, როდესაც ფოტოგრაფებმა ისინი ნიუ-იორკში სეირნობის დროს გადაიღეს.
მოგვიანებით, ტაბლოიდები წერდნენ, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა ამის პარალელურად ისინი პარიზში ერთად გამოჩნდნენ.
ამ ეტაპზე, არც ჯეკს და არც ჟანას მათ ურთიერთობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.



