ყველასათვის საყვარელი სუპერმენი, ჰენრი კავილი, 2018 წლის 3 მარტს გარდაცვლილა. ყოველ შემთხვევაში ასეთ ინფორმაციას წააწყდებოდით რამდენიმე დღის წინ, თუკი მსახიობის სახელსა და გვარს დასერჩავდით.
კავილმა ინსტაგრამზე ფაქტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: “როდესაც იგებ, რომ ორი დღის წინ გარდაცვლილხარ”.
გუგლმა ეს შეცდომა მალევე გამოასწორა, ასე რომ, მსახიობი ჯანმრთელი და საღსალამათია.