ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ფორმალურად დაშორებასა და ყველა საკითხის დარეგულირებას შვილების მეურვეობასთან დაკავშირებით. ეს ბრანჯელინას ფანებს იმედსაც კი აძლევს, რომ დაშორება მაინც არ შედგება. თუმცა, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ანჯელინამ და ბრედმა შვილების მეურვების საკითხზე მოლაპარაკება მოახერხეს.
წყაროს ცნობით, სასამართლო თებერვალში გაიმართება, პროცესი კი მარტივად და სწრაფად ჩაივლის. ანჯელინა დიდი ხნის განმავლობაში იყო უარზე, რომ პიტი ბავშვების ცხოვრებაში ჩარეულიყო. ახალი შეთანხმების მიხედვით კი, ბრედს შეეძლება ბავშვებთან ხანგრძლივი ურთიერთობა. ამის მისაღწევად მას ფსიქოანალიტიკოსთან სიარული და ექსპერტების თანხმობა დასჭირდა.