სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ყველაფერი “ამერიკული საშინელებათა ისტორიის” ახალი სეზონის შესახებ

Cinemania ავტორი Cinemania
6 სექტემბერი, 2018
რუბრიკა სერიალები, სიახლეები
0
ყველაფერი “ამერიკული საშინელებათა ისტორიის” ახალი სეზონის შესახებ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკული საშინელებათა ისტორიის შემქმნელები არაპროგნოზირებადი ადამიანები არიან. მაგალითად, მეექვსე სეზონი ისე გავიდა ეთერში, რომ მისი სახელწოდებაც კი არ იყო ცნობილი (შეგახსენებთ, რომ სერიალის თემა სეზონების მიხედვით იცვლება), თუმცა მეშვიდე სეზონის დაწყებამდე FX-მა უფრო უხვად გადმოუყარა ნამცეცები მაყურებლებს. რაიან მერფიმ, შოუს შემქმნელმა თვეების წინ განაცხადა, რომ ეპიზოდების მთავარი თემა 2016 წლის არჩევნები იქნებოდა.

მოდი, შევაჯამოთ ყველაფერი, რაც ამ პოლიტიკით დატვირთული სეზონის შესახებ ვიცით.

მსახიობები

გულშემატკივრების გასახარად, ამ სეზონშიც ვიხილავთ ევან პიტერსსა და სარა პაულსონს. მათ პარტნიორობას ემა რობერტსი და ფრენსის კონროი გაუწევენ. ახალ მსახიობებს რაც შეეხებათ, მთავარი შენაძენი ლენა დანჰემი იქნება, რომელიც სერიალ გოგოებიდან გემახსოვრებათ. ის ამ სერიალის შემქმნელიცაა და მთავარი გმირიც. ვარსკვლავების რიგს შემოუერთდა ელისონ პილიც.

ვის ვერ ვიხილავთ: ლედი გაგას, რომელიც ბოლო ორ სეზონში აქტიურად იყო ჩართული, კეტი ბეიტსს, რომელიც მესამედან მეექვსე სეზონის ჩათვლით მნიშვნელოვან როლებს ასრულებდა და ჯესიკა ლანჯს, რომელმაც შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პაულსონი და პილი დაქორწინებულ წყვილს, ელისა და აივის განასახიერებენ. როგორც თრეილერიდან ჩანს, ელის საქმეები მაინცდამაინც კარგად არაა. ის ტელევიზორს უკივის, როცა აცხადებენ, რომ არჩევნებში დონალდ ტრუმპმა გაიმარჯვა. ცოტა ხანში კი საკუთარ ფსიქოლოგს უყვება, რომ ყველაზე მეტად კლოუნებისა ეშინია. მერფიმ განმარტა, რომ მთავარ გმირს სხვა უამრავი შიშიც აქვს.

რაც შეეხება ევან პეტერსის პერსონაჟს, ის აღფრთოვანებული ჩანს ტრამპის გამარჯვებით. კაი მისივე დაფუძნებული კულტის ლიდერია და მასში ჩარლზ მენსონის “ნოტებიც” ამოცნობაც შეიძლება. თუ შოუს პროდიუსერებს დავუჯერებთ, ევან პეტერსის კარიერაში ეს ყველაზე კარგი როლი უნდა იყოს.

ლენა დანჰემის გმირი მეშვიდე ეპიზოდში გამოჩნდება. მსახიობი ვალერი სოლანისის როლს შეასრულებს – ქალის, რომელმაც ვორჰოლის მოკვლა სცადა. ამ სეზონში ვნახავთ კლოუნ ტვისტისაც, რომელმაც მეოთხე სეზონში გაგვიხეთქა გული.

შინაარსი

სერიალი მართლა არჩევნებზე იქნება თუ პოლიტიკა მხოლოდ უკანა ფონზე მიმდინარე ამბად უნდა განვიხილოთ?

სავარაუდოდ, ტრამპის გამარჯვების თემას სერიალი მხოლოდ საწყის წერტილად გამოიყენებს და ამაზე შორს არ წავა, თუმცა სიმბოლოები შეიძლება უფრო ღრმადაც იყოს დამალული. მერფის განცხადებით, მისი მიზანი კულტისა და მისი ლიდერის ფსიქოლოგიის კვლევაა, რაც ტრამპისა და მისი ერთგული მომხრეებისადმი მიძღვნილი ალეგორიაც შეიძლება იყოს.

მისტიკას ნაკლებად უნდა ველოდეთ, მაგრამ კლოუნები კი უხვად იქნებიან. მინიშნება გვაქვს პოლიამორიაზეც, რაც კულტისთვის სულაც არაა გასაკვირი.

Ally and Kai in CULT…a love story for the ages.

A post shared by Ryan Murphy (@mrrpmurphy) on Jul 22, 2017 at 10:30pm PDT

პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა დრამატული მოვლენების მთავარ ძრავად გვევლინება, კულტს ნამდვილად არ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ მემარცხენეობა-მემარჯვენეობის საკითხზე დაგვაფიქრებს.

საქმე ტრამპსა და კლინტონში არაა. მთავარი ადამიანური სისუსტეებია და ბუნებრივი შიში, როცა ხედავ, რომ ძალაუფლება არასწორ ადამიანებს უვარდებათ ხელში, – ამბობს რაიან მერფი.

ერთი, რასაც უნდა ველოდოთ, ტრამპის ტვიტებია სერიალთან დაკავშირებით. იმის შანსი, რომ ამერიკის პრეზიდენტი მასზე შექმნილ პროდუქტს გამოეხმაურება, საკმაოდ მაღალია. ასე რომ, წინ საინტერესო სეზონი გველის.

 

AHSFXამერიკის არჩევნებიამერიკული საშინელებათა ისტორიაამერიქან ჰორორ სთორიგოგოებიდონალდ ტრამპიევან პიტერსიელისონ პილიემა რობერტსიკეტი ბეითსიკულტილედი გაგალენა დანჰემირაიან მერფისარა პაულსონისერიალიტრამპიფრენსის კონროიჩარლზ მენსონიჯესიკა ლანჟიჰორორი
Previous Post

მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი საიდუმლო ქორწილს გეგმავენ იბიცაზე

Next Post

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ სერიალს "ეს ჩვენ ვართ"

Next Post
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ სერიალს “ეს ჩვენ ვართ”

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ სერიალს "ეს ჩვენ ვართ"

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

გასართობი

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ახლა კითხულობენ

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობების საოცარი ფოტოსესია ჟურნალ Time-სთვის

ავტორი Cinemania
11 ივლისი, 2017
0

13 სიმღერა, რომელთა გაგონებაზეც ყოველთვის ფილმი გაგვახსენდება

13 სიმღერა, რომელთა გაგონებაზეც ყოველთვის ფილმი გაგვახსენდება

ავტორი Cinemania
4 მარტი, 2019
0

Top: ყველაზე ძვირადღირებული ფილმები ათწლეულების მიხედვით

Top: ყველაზე ძვირადღირებული ფილმები ათწლეულების მიხედვით

ავტორი Cinemania
30 მაისი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020