უეს ანდერსონმა ახალ ფილმ “The French Dispatch”-ზე ისაუბრა.
მომავალი სურათი მიუზიკლი იქნება, რომლის მოქმედება მე-20 საუკუნის პარიზში ვითარდება და დამოუკიდებელი ჟურნალის დაარსებას ეძღვნება. რეჟისორის განმარტები ფილმი სიტყვის თავისუფლების თემატიკის გარშემო იტრიალებს და თანამედროვე, მწვავ პრობლემებსაც შეეხება.
სამსახიობო შემადგენლობაში როგორც ანდერსონის ტრადიციული მსახიობები ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, ფრენსის მაკდორმანდი, სირშა რონანი და ოუენ უილსონი, ისე ახალი სახეები ტიმოტი შალამე, ბენისიო დელ ტორი და კრისტოფ ვალცი გამოჩნდებიან.
გადაღებები 2019 წელს დასრულდება, დიდი ალბათობით გამოსვლის ზუსტი თარიღი მალე გაირკვევა.