ვუდის ალენის ახალმა ფილმმა”A Rainy Day In New York” შესაძლოა დღის სინათლე ვეღარ ნახოს. უცხო არავისთვის იქნება ალბათ როცა ვიტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ვუდი ალენის შვილის, დილან ფეროუს ღია წერილი გამოქვეყნდა, სადაც დილანი მამამისს ბრალს სექსუალურ შევიწროვებაში სდებს.
ვუდის ახალი ფილმს ამაზონი აფინანსებდა, შესაბამისად ასეთი გამოხმაურების და დიდი უკმაყოფილების შემდეგ, სტუდიას ფილმზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს, მათ ორი ვარიანტი აქვთ : 1. ან ეს ფილმი საერთოდ აღარ გამოვა 2. ან გამოვა, თუმცა მის რეკლამირებაზე და კინოთეატრებში სეანსების ჩაშვებაზე ამაზონი პასუხს აღარ აგებს
შეგახსენებთ, რომ ვუდი ახალ ფილმზე ჯუდ ლოუსთან, ელ ფენინგთან, სელენა გომესთან, ტიმოთე შალამესთან და რებეკა ჰოლისთან ერთად მუშაობდა.