ვინ დიზელმა ფრენჩაიზის რიგით მეცხრე ნაწილის დეტალებზე ისაუბრა. მსახიობის თქით ახალი ფორსაჟის გადაღებები მიმდინარე წლის ივნისში ლონდონში დაიწყება.
მძაფრსიუჟეტიან ფილმს ქუჩის მრბოლელებზე ჯასტინ ლინი გადაიღებს, რომელმაც ფრენჩაიზის ოთხი ნაწილის რეჟისორი იყო. სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთ სავარაუდო ლოკაციად აფრიკის კონტინენტი სახელდება.
პროექტს მსახიობები მიშელ როდრიგესი და ტაირის გიბსონი დაუბდუნდებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დუეინ ჯონსონის საკითხი, თუმცა მას ჯეისონ სტეტჰემთან ერთად სპინოფ “ჰობს და შოუში” 1 აგვისტოს ვიხილავთ.
ახალი ფორსაჟის პრემიერა 2020 წლის ივნისშია დაგეგმილი.