დადგა დრო ვიკინგებსაც გამოვემშვიდობოთ. ცნობილი გახდა, რომ სერიალის მომავალი, მეექვსე სეზონი უკანასკნელი იქნება.
ამჟამად ტელეარხ History-ზე მეხუთე სეზონი გადის. მეექვსე სეზონიც ოც სერიანი იქნება.
კარგი ამბავი ის არის, რომ რეჟისორი მაიკლ ჰირსტი სხვა ისტორიულ სერიალზე მუშაობს, რომელზეც დეტალები ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია.
მეხუთე სეზონის ბოლო სერია 30 იანვარს გამოვა.