ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი ახლა თავიანთი ახალი რომანტიული კომედიის სარეკლამო კამპანიას ეწევიან, თუმცა, როგორც ჩანს მათი რეალური ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება.
მსახიობები ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილები სულაც არ არიან.
რამდენიმე დღის წინ სწორედ ამავე ფილმის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში კიანუმ და ვაინონამ გაიხსენეს, რომ ფილმ “დრაკულას” გადაღების დროს ისინი ნამდვილმა სასულიერო პირმა დააქორწინა და ხუმრობდნენ კიდეც, რომ, შესაძლოა, ახლა ნამდვილად ცოლ-ქმარი არიან. ამ ფაქტს ასევე ფილმის რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაც გამოეხმაურა. შემდეგ კი როდესაც მსახიობებს კითხეს ახსოვდათ თუ არა მათ თავიანთი პირველი შეხვედრა, აღმოჩნდა, რომ ორივეს მშვენიერი მეხსიერება ქონია და ისინი პირველად ერთმანეთს 80-იან წლებში ერთ-ერთ დაჯილდოებაზე შეხვდნენ.
“მე ის ძალიან მომწონდა.” – მორცხვად თქვა ვაინონამ და კიანუს პასუხიც ანალოგიური აღმოჩნდა. “მეც ძალიან მომწონდი.” – თქვა კიანუმ. მართალია, ეს ყველაფერი 20 წლის წინ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, სიმპათიები ჯერაც არ გამქრალა.
ამაში დასარწმუნებლად ფოტოებიც კმარა.
უი, და ეს ვიდეოც (ახალი ინტერვიუდან):