ჩვენს წინა სტატიაში შემოგთავაზეთ ყველაზე უხერხული და სახალისო მომენტების ჩამონათვალი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალებიდან, სადაც 2012 წლის მოვნელენბზე შევჩერდით. ახლა კი გვაქვს სურვილი მოგიყვეთ კინოაკადემიის ღონისძიებაზე მომხდარი სხვა უხერხული და სახალისო ფაქტების შესახებ
„მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოება, რა თქმა უნდა ოსკარია. „ამერიკის კინოაკადემიის გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალის“ ტრანსილაცია 200-ზე მტ ქვეყანაში მიმდინარეობს და 70 მილიონამდე ადამიანს ეკრანებთან იჯაჭვებს. შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში, „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის პირველი ცერემონია სასტუმრო ჰოლივუდ რუზველტში გაიმართა და ადგილმდებარეობას ლოს-ანჯელსის ფარგლებში ხშირად იცვლიდა, ღონისძიება 2001 წლიდან სისტემატიურად Dolby Theatre მასპინძლობს.
კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის იღბლიან და შრომისმოყვარე კინოხელოვნებსა და არამარტო, შესაბამისი ნომინაციების ფარგლბში ოქროს კაცუნები გადაეცაცთ, რითითაც მათი სახელი კინოისტორიაში მუდმივად „დიდი ასოებით“ იწერება. ყოველი დაჯილდოება მუდმივად საინტერესოდ მიმდინარეობს, ზოგის მოლოდინები მართლდება, ზოგის კი ნაკლებად, თუმცა ოვაციები და აპლოდისმენეტები, ფეხზე წამოდგომები და მუსიკალური შოუები ცერემონიის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად დაჯილდოების ცერემონიალისა და წითელი ხალიჩის მიმართ არსებული ინტერესისა, მთელი სამყაროს ყურადღება თავად ცნობილი ადამიანებისა და მათი ხანდახან უცანური, სახალისო თუ გაუგებარი ქმედებების მიმართ არის მიპყრობილი.
შესაბამისად საინტერესოდ მივიჩნიეთ შემოგვეთავაზებინა ისეთი ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იქნებოდა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალის განმავლობაში აღმოჩენილი ყველაზე უხერხული, უცნაური ან/და სახალისო მომენტები:“.
ანჯელინა ჯოლის მარჯვენა ფესი Meme-დ იქცა (2012წ)
მსახიობი 2012 წელს, წითელ ხალიჩაზე ვერსაჩის ჩახსნილი შავი კაბით გამოცხადდა. მოგვიანებით, მისი ფოტოები, სადაც ფეხი ძალიან უცნაურად ჰქონდა გამოშვერილი, არაერთი Meme-ის ინსპირაციის წყაროდ იქცა, ხოლო ინტერნეტში თითქმის ყველა ფოტოსურათს ერთბაშად ყველა მხირიდან ფეხები ეზრდებოდათ…
სეტ მაკფლარენის სიმღერა ქალების მკერდზე (2013წ.)
სიმღერა, იმ მსახიობებს ეძღვნებოდათ, რომელთა მკერდიც მაყურებელს სხვადასხვა ფილმებში ჰქონდა ნანახი. მუსიკალური ნომერი, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით სახალისო, სასაცილო და ერთი შეხედვით უვნებელი ხუმრობა უნდა ყოფილიყო აუდიტორიისათვის აშკარად გამაღიზიანებელი და მიუღებელი აღმოჩნდა. სიმღერის ტექსტში სათითაოდ არიან ჩამოთვლილი ქალბატონები და ის ფილმები თუ გარემოებები, სადაც მაყურებელმა ისინი ნახევრად შიშველი იხილა, ხოლო ადრესატი ქალბატონების ნაწილი, რომლებიც ასევე პირდაპირი ეთერის კადრში მოახვედრეს თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა.
ჯენიფერ ლოურენსის დაცემა (2013 და 2014 წლები)
ახალგაზრდა მსახიობი დამსახურებული ოსკარის მისაღებად სცენისკენ მიემართებოდა, როდესაც ის კიბეზე წაბორძიკდა და დაეცა.
ერთი წლის შემდეგ…
2014 წელს, როდესაც წითელ ხალიჩაზე, სკარლეტ იოჰანსონი პაპარაცებისათვის პოზირებდა, მოულოდნელად მას უკნიდან ჯონ ტრავოლტა მიუახლოვდა და სრულიად მოულოდნელად ლოყაზე აკოცა. ფოტოსურათიდან და იოჰანსონის გამომეტყველებიდან გამომდინარე ტაბლოიდებმა ხსენბული გააშუქეს, ტრავოლტას უხამსი საქციელი, თუმცა ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ იყო, ხოლო თავად იოჰანსონმა აღნიშნა, რომ ტრავოლტას ეს ჟესტი მისთვის სრულიად მისაღები და ძალიან სასიამოვნოც კი იყო.
ჯონ ტრავოლტამ იდინა მენზელი სწორად ვერ წარმოთქვა (2014წ.)
ფაქტია, რომ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა წარმოეთქვა Frozen-ის ვარსკვლავის, იდინა მენზელის სახელი და გვარი , ხოლო თავის დაძვრენის მიზნით, გამარჯვებულის გამოცხადება უცნაური აქცენტით წარმოთქმული “ადელ დაზიმით” შეეცადა.
იდინას შურისძიება (2015წ.)
თუმცა, ნამდვილი უხერხულობა მაშინ შეიქმნა, როდესაც ტრავოლტა მას ზედმეტად მიუახლოვდა და სახეზე მოფერება დაუწყო. Cringe !00%
2015 – შონ პენის ხუმრობა “მწვანე ბარათზე”
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარვებულის (Birdman) გამოცხადებისას, შონ პენმა არაერრთი ადამიანი გააღიზიანა საკუთარი გამოსვლითა და უაზრო ხუმრობით, როდესაც ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუზე თქვა – „ამ არამზადას მწვანე ბარათი (Green Card) ვინ მისცა?”, რაც რეჟისორის წარმომავლობაზე (მექსიკელი) უსვამდა ხაზსს. პენი რასიზმშიც კი დაადანაშაულეს.
ნახევრად შიშველი ნილ პატრიკ ჰარისის სტრიპტიზი (2015წ.)
მაყურებელი აშკარად დააბნია ტრუსებისა და წინდების ამარა დარჩენილი მსახიობის სცენაზე გამოსვლამ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ის ამ სახით პატივს ბერდმენს მიაგებდა.
დაკოტა ჯონსონი და მისი დედის მელანი გრიფიტის უხერხული მომენტი
როგორც აღმოჩნდა 2015 წლის ოსკარი სავსე იყო Cringe მომენტებით. ერთ-ერთი დაკოტა ჯონსსა და მის დედა, მელანი გრიფიტის ინტერვიუს დროს მოხდა როდესაც გაირკვა, რომ გრიფიტს გრეის 50 ელფერი ნანახი არ ჰქონდა და ამ ფაქტმა მის ქალიშვილში აშკარა დაძაბულობა გამოიწვია.
სემ სმიტმა ჩათვალა, რომ ის პირველი ღიად გეი მამაკაცი იყო, რომელმაც ოსკარი მიიღო
როგორც ჩანს მსახიობს ძალიანს სურდა, რომ ოსკარის გარდა მსგავსი რეგალიაც აუცილებლად ჰქონოდა, თუმცა დაავიწყდა, რომ მის გამოჩენამდე ოსკარი ელტონ ჯონს, დასტინ ლენს ბლექს, ჰოუარდ ეშმენს და სკოტ რადინს ჰქონდათ მიღებული.
ცოცხალი ჯენ ჩეპმენის ფოტო გარდაცვლილებისათვის პატივის მისაგებ კოლაჟში (2017წ.)
ავსტრალიელი დიზაინერი შეცდომით ჯენეტ პეტერსონში აერიათ და მაშინ, როდესაც ის ცოცხალი და საღ-სალამათი იყო, მისი ფოტო გარდაცვლილთა მოსახსენიებელ კოლაჟში აღმოჩნდა.
ნიკოლ კიდმანის უცნაური ტაში (2017წ.)
მსახიობმა მოგვიანებით განმარტა, რომ ის ცდილობდა, აპლოდისმენტების მომენტში ბეჭდები არ დაეზიანებინა.,
ბრი ლარსონმა ქეისი აფლეკს ტაში არ დაუკრა (2017წ.)
მან მსახიობს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარი გადასცა, თუმცა აპლოდისმენტებით არ დაუჯილდოვებია. ამის მიზეზი კი ის ბრალდებები გახდა, რაც აფლეკს ორმა ქალბატონმა ცოტა ხნით ადრე, სექსუალური შევიწროების კუთხით წაუყენა.
ჯიმი კიმელმა შოუზე დასასწრებად მაყურებლები მოიყვანა (2017წ.)
მოულოდნელად ტურისტების მოზრდილი ჯგუფი პირდაპირ დაჯილდოების ცერემონიალზე აღმოჩნდა და ამ ყოველივემ არაერთი უხერხულობა გამოიწვია იმის ჩათვლით. დენზელ ვაშინგტონმა ორი მათგანი სახელდახელოდ დააქორწინა, ჯენიფერ ენისტონმა წყვილს საჩუქრად მზის სათვალე გადასცა. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ტურისტებმაც არ იცოდნენ სად მიემართებოდნენ.
არასწორად გამოცხადებული გამარჯვებული (2017წ.)
2017 წელი კრინჯის კუთხით არაფრით ჩამოუვარდება 2015 წელს. ყველაფერი კი არასოწრად გამოცხადებულმა გამარჯვებულმა დააგვირგვინა, როდესაც ლა ლა ლენდის შემოქმედებითი ჯგუფი რამდენიმე წამის განმავლობაში ზეიმობდა გამარჯვებას, მანამ სანამ, არ გამოაცხადეს, რომ წარმდგენს რაღაც შეეშალა და სინამდვილეში საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი მთვარის შუქმა დაიმსახურა…