კომპანია Sony-მ საკულტო კომპიუტერული თამაშის Uncharted-ის გამოსვლის თარიღი დაანონსა. ნეითან დრეიქის თავგადასავლების ხილვა 2020 წლის 18 დეკემბერს იქნება შესაძლებელი.
ფილმის რეჟისორი კლოვერფილდის შესახვევი 10-ის შემქმნელი დენ ტრახტენბერგი იქნება. მთავარ როლს ადამიანი ობობას ვარსკვლავი ტომ ჰოლანდი შეასრულებს.
საინტერესოა რომ იმავე დღეს გამოვა ვესტსაიდური ამბის სტივენ სპილბერგისეული ადაპტაციაც.