რამდენიმე დღის წინ, უმა თურმანმა ჰარვი ვაინშტაინსა და კვენტინ ტარანტინოზე ისაუბრა. მსახიობმა განაცხადა, რომ მოკალი ბილის გადასაღებ მოედანზე ის სერიოზულად დაშავდა, მიუხედავად იმისა, რომ აფრთხილებდა რეჟისორს, რომ სჯობდა კასკადიორს შეესრულებინა სცენა. ტარანატინო კი გაბრაზდა და მაინც აიძულა სცენაში მონაწილეობის მიღება.
გუშინ, Deadline-მა კვენტინ ტარანტინოს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც რეჟისორი დიდ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შესახებ და თავს დამნაშავედ მიიჩნევს.
მანამდე უმა თურმანმა ინცინდენტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა:
“ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი დანაშაულია, რომ მას ამის გაკეთება დავავალე”, თქვა მან, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მას მხოლოდ მანქანის ტარების მარტივი მონაკვეთის გადაღება სურდა, “როდესაც თურმანის ვარაუდო მოვისმინე, რომ ეს ცუდი იდეა იყო, გავღიზიანდი, თუმცა დარწმუნებული ვარ, არ გავბრაზებულვარ”.
რეჟისორმა დაამატა, რომ ამ ამბის შემდეგ მათ შორის განხეთქილება ორი-სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. “ისე არ იყო, რომ ერთმანეთს აღარ ველაპარაკებოდით, უბრალოდ, ნდობა დაიკარგა…”