გუშინ გაი რიჩის ფილმიდან “ალადინი” პირველი კადრები გამოქვეყნდა, რომლებიც ექსკლუზიურად ჟურნალმა Entertainment Weekly-იმ გაავრცელა, თუმცა ფანებმა შენიშნეს, რომ ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟი ჯინი, სულაც არ გამოიყურება იმ ფერად, როგორსაც ანიმაციაში მივეჩვიეთ.
უილ სმიტმა ინსტაგრამზე ჟურნალის გარეკანიც დადო და ფანები დაარწმუნა, რომ ჯინი სწორედ რომ ცისფერი ფერის იქნება. “ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ალადინის პერსონაჟები! (და დიახ, მე ცისფერი ვიქნები!)“, დაწერა მსახიობმა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფილმში კომპიუტერული გრაფიკაც იქნება გამოყენებული.