ჩვენს პორტალზე არაერთხელ დაგვიწერია ამა თუ იმ კინოსამყაროს უცნაური ფაქტების, ე.წ „Easter Egg“-ების შესახებ, რომლებიც საკმაოდ გონივრულად და საინტერესოდ ახერხებენ სხვადასხვა ფაქტებზე მითითებასა და ამასთანავე პარალელების გავლებას. ჩვენ არაერთხელ განვიხილეთ „დისნეი“ და “მარველი“, „DC“ და მისი ბნელი სამყარო, „ვარსკვლავური ომები“ და „ვარსკვლავური გზა“. შესაბამისად, ჩვენ მივეჩვიეთ საინტერესო ფაქტების ზემოხსენებულ ბლოკბასტერებში ზედაპირულად ძიებას და დაგვავიწყდა, რომ ფილმებში შესაძლოა ბევრად გონივრულად დამალული ფაქტებიც აღმოვაჩინოთ.
სურათებში „Easter Egg“-ების მოთავსების მიზეზი ბევრია, მაგალითად ამა თუ იმ ფილმის რეჟისორი შესაძლოა სხვა მისი კოლეგის ნამუშევრის ფანი იყოს, ან მსახიობი მის სხვა ფილმში განსახიერებული კინოგმირის რეპლიკას იმეორებდეს. ასევე, ხშირად ისიც ხდება, რომ ფილმის გადაღების მომენტში ესა თუ ის სცენა, ან/და რაიმე მოქმედება საერთოდ არ არის დაგეგმილი, თუმცა საბოლოო პროდუქტში მაინც ხვდება. შესაბამისად გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ისეთი საინტერესო კინოფაქტები, რომლებიც მაქსიმალურად „ზევიდან დევს“, თუმცა იმდენად არ ვაქცევთ მას ყურადღებას, ან/და ისე ოსტატურად არის ის შინაარსში გაწერილი, რომ წინასწარი ინფორმაცის ქონის გარეშე შეუძლებელია მისი მიხვედრა:
#1 კიანუ რივზმა მატრიცაში მონაწილეობისათვის მიღებული ჰონორარის 70%, 31.5 მილიონ აშშ დოლარი, ლეიკემიის კვლევით ცენტრს შესწირა
#2 -The Return Of The Jedi“-ში ადმირალ აკბარი მაქსიმალურად შეუხედავია შექმნილი. რედესაც რეჟისორს მისი შეცვლა სთხოვეს მან უარი განაცხადა, რადგან მისი აზრით პატარებისათვის ხსენებული პერსონაჟი კარგი ცხოვრებისეული მაგალითი იქნებოდა, სადაც შეუხედავი ადამიანები შესაძლებელია კეთილები იყვნენ, ხოლო ლამაზები ბოროტები
#3 ჩედვიკ ბოუზმანმა უკანასკნელ 7 ფილმში ისე მიიღო მონაწილეობა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე მსხვილ ნაწლავის კიბოს ებრძოდა, ხოლო გადამღები ჯგუფის 95% მისი დაავადების შესახებ არც კი იცოდა… 
#4 შინდლერის სიის გადაღებებისას სტივენ სპილბერგს გასამხნევებლად თითქმის ყოველდღე რობინ უილიმსი ურეკავდა, რომელიც იმავე პერიოდში თავად ალადინში ჯინის როლზე მუშაობდა და დაახლოებით 15 წუთის მანძილზე სახალისო ისტორიებს უყვებოდა. საუბარი კი მოულოდნელად წყდებოდა, ზუსტად მაშინ, როდესაც სტივენი უკვე ხმამაღლა იცინოდა
#5 ჯ.რ.რ ტოლკიენის ჩანაფიქრის მიხედვით ბეჭდების მბრძანებლის ნამდვილი გმირი სემუაიზ გემჯი უნდა ყოფილიყო
#6 Django Unchained-ის გადაღებებისას ლეონარდო დიკაპრიომ თავი უხერხულად იგრძნო, როდესაც სიტყვა „ნი…ი“-ის თქმა ზედმეტად ხშირად მოუწია. მას მოულოდნელად სამუელ ლ. ჯექსონი მოუტრიალდა და მოულოდნელად უთხრა: „ნაბ…რო, ჩვენთვის ეს ყოველდღიური ამბავია, ადექი და წამოდი ვიმუშაოთ“
#7 Dreamworks-ის ანიმატორებმა, რომლებმაც სტუდიის სხვა პროექტები ჩააგდეს, სამუშაოდ (დასჯის მიზნით) „Shrek“-ზე გადაიყვანეს. ხანდახან მათ საქმეს ხუმრობით გულაგსაც კი უწოდებდნენ. ყველა გაკვირვებული მაშინ დარჩა, როდესაც პირველმა შრეკმა 484 მილიონის მოგროვება შეძლო და ამასთან ერთად პირველი ანიმაციური ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც ოსკარი მიიღო.
#8 ტომ ჰოლანდი ხშირად აღნიშნავს, რომ პირველი ადამიანი ობობის გადაღებებისას, მაიკლ კიტონი, „Vulture“-ის საბრძოლო სცენების გასახიერებისას ჩუმად ბურდღუნებდა „I’m Batman“ (მე ვარ ბეტმენი!)
#9 რობერტ პატინსონს ერთ ძალიან შეპყრობილი ფანი ჰყავდა, რომელსაც მსახიობის სახლის წინ პატარა კარავი ჰქონდა გაშლილი. ერთხელაც მსახიობმა ფანი ვახშამზე დაპატიჟა, „რომანტიკული საღამოს“ დროს რობერტმა აბოლუტურად ყველაფერზე იწუწუნა რაც ცხოვრებაში აწუხება… იმავე საღამოს მისი სახლის წინ გაშლილი კარავი აღარავის უნახვს..