პირველ ფილმში ნაჩვენები მოვლენებიდან წლები გავიდა, თუმცა დედამიწა კვლავ საფრთხეშია. მას ისევ ემუქრებიან კაიძუები, რომლებსაც პლანეტის დაპყრობა სურთ. კვლავ იხსნება განზომილებებს შორის პორტალი, საიდანაც კიდევ უფრო ძლიერი მონსტრები მოძვრებიან. შეძლებს კი კაცობრიობა მათთან დაპირისპირებას?
ჯეიკ პენტეკოსტი, სტაკერ პენტეკოსტის შვილი მაკო მორისთან ერთიანდება, რათა ჯეგერებს უხელმძღვანელოს. მათთან არიან ასევე ლამბერტი და 15 წლის ჰაკერი ამარა.
ფილმის პრემიერა 2018 წლის 23 მარტს შედგება.