ჯონ კემერონ მიტჩელის ფილმის “How To Talk To Girls At Parties” პრემიერა შარშან კანის კინოფესტივალზე შედგა, თუმცა ფილმი ამ დრომდე კინოთეატრებში არ გამოსულა.
ფილმი ნილ გეიმანის მოთხრობას ეფუძნება და ის უცხოპლანეტელ გოგონაზეა (ელ ფენინგის გმირი), რომელსაც ბრიტანელი თინეიჯერი შეუყვარდება და ლონდონის პანკ-როკ მოძრაობით შეპყრობილი ხდება. ნიკოლ კიდმანი კი უცხოპლანეტელების ჯგუფის ლიდერს განასახიერებს.
რეჟისორის უკანასკნელი ფილმი 2010 წელს კურდღლის სორო იყო, რისთვისაც კიდმანმა ოსკარზე ნომინაცია დაიმსახურა.
ფილმი კინოთეატრებში გაზაფხულზე გამოვა.