ცნობილი ფრენჩაიზის მესამე და ბოლო ფილმის გამოსვლის თარიღი ოფიციალურად დამტკიცდა, მას შემდეგ რაც წინა წელს დაგეგმილი პრემიერა ჩაიშალა. ახალი ნაწილის გადაღებები დილან ო-ბრაიანის მიერ მიღებული ტრამვის გამო იყო შეჩერებული, მსახიობი გადასაღებ მოედანზე დაშავდა. თავდაპირველად ტრილოგიის დასასრულის პრემიერა 2017 წლის 17 თებერვალს იყო დაგეგმილი.
Maze Runner: The Death Cure ფილმის წინა ნაწილებში ჩამოყალიბებული ჯგუფის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომლის ხელმძღვანელად ამჯერად თომასი გვევლინება. ფილმის გმირები ლეგენდარულ ქალაქში დაბრუნებას ცდილობენ, რათა მეგობრები გადაარჩინონ. როგორც სჩანს, ეს გადარჩენილების ყველაზე რთული მისია იქნება.
ტრილოგიის პირველი ნაწილის ბიუჯეტი 34 მილიონი იყო, საბოლოო ჯამში კი ლაბირინთში მორბენალმა პროდიუსერებს 348 მილიონი დოლარი მოუტანა. ლაბირინთში მორბენალი 2 ასევე წარმატებული პროექტი გამოდგა, რადგან 61 მილიონიანი ბიუჯეტით გადაღებული ფილმის საბოლოო მოგებამ 312 მილიონ დოლარს მიაღწია.
კრიტიკოსები ფრენჩაიზის მესამე ნაწილსაც მსგავს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ახალი ფილმი დიდ ეკრანებზე 2018 წლის 26 იანვრიდან გამოვა.