ჯემი ლი კერტისის გმირი ლაური სტროდი ახალი ჰელოუინით ბრუნდება. მსახიობმა გმირი პირველად 1978 წელს განასახიერა და მას შემდეგ როლი ხუთჯერ შეასრულა. 2002 წელს გამოსულ ფილმში “ჰელოუინი: დაბრუნება” მისი გმირი მოკვდა, თუმცა ფილმის ახალი ვერსია 1978 წლის ფილმის, ჰელოუინის სიქველია, შესაბამისად, ყველაფერი თავიდან იწყება.
ფილმის პრემიერა 19 ოქტომბერს შედგება.