ცნობილი გახდა 13 მიზეზის მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი. სერიალი Netflix-ის ეთერში 18 მაისს დაუბრუნდება.
მეორე სეზონში 9 ახალ პერსონაჟს ვიხილავთ, თუმცა მთავარი ისტორია ისევ ჰანას სიკვდილის ირგვლივ იტრიალებს. “ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია, ვინ არის ჰანას თვითმკვლელობის მთავარი მიზეზი, სკოლა, მოსწავლეები თუ თავად მშობლები, ამიტომ მეორე სეზონი იმისთვის შეიქმნა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაეცეს და მაყურებელმაც უკეთ იხილოს, როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა ჰანა”, ამბობს სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი.
გარდა თარიღისა გავრცელდა თიზერიც:
აჭარანეტზე სერიალი 19 მაისს განთავსდება.