აგვისტოში გარტ სტეინის ბესტსელერის ეკრანიზაცია The Art of Racing in the Rain გამოვა. სურათი ძაღლ ენცოს ისტორიას მოგვითხრობს, რომლის პატრონი მრბოლელია. სიჩქარის მოყვარული მეგობრების ცხოვრებაში გოგონა ჩნდება. ეს არის ნამდვილი სიყვარულისა და მეგობრობის ისტორია.
მომავალი ფილმი საიმონ კერტისმა გადაიღო, მთავარ როლებს ამანდა სეიფრიდი და მაილო ვენტმილია ასრულებენ. ენცოს კი კევინ კოსტნერი ახმოვანებს.