ქსელში დებიუტანტი რეჟისორის დეონ ტეილორის ფილმის შავი და ლურჯი თრეილერი გამოვიდა.
პოლიციური მძაფრსიუჟეტიანი სურათის მთავარი გმირი პოლიციელი ქალია, რომელიც ნარკოდამნაშავის მკვლელობას შეესწრება. მკვლელები მისი კოლეგები არიან, მოწმეზე ნამდვილი ნადირობა იწყება.
ფილმში მთავარ როლებს ნაომი ჰარისი, ტაირის გიბსონი და ფრენკ გრილო ასრულებენ. პრემიერა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს არის დაგეგმილი.