თუ სულ რაღაც $3,4 მილიონი გაქვთ და სოპრანოს კლანიც გიყვართ, მაშინ სასწრაფოდ გაემგზავრეთ ნიუ-ჯერსიში, რადგან სახლი, სადაც HBO-ს საკულტო სერიალია გადაღებული, მისმა პატრონებმა გასაყიდად გამოიტანეს.
სახლის ამჟამინდელი მფლობელები პატი და ვიქტორ რეჩიები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მყიდველები უკვე გამოჩნდნენ, თანაც საკმაოდ ბევრნი.
სახლი, რომელშიც ტონი სოპრანო თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, 5 საძინებელი, ორი ავტოფარეხი, სტუმრების მისაღები და ბილიარდის სათამაშო ოთხიც კი არის.
ბინის შეძენის შემთხვევაში, მის ახალ მფლობელს გადასახადის სახით ყოველწლიურად $34 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.