მოდით, ყველამ ვაღიაროთ, რომ ანაბელი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი თოჯინაა, რომლის ყოლასაც ჩვენს სახლებში ნამდვილად არ ვისურვებდით.
ვისაც არასასურველი თოჯინის ამბავი კინოეკრანებიდან აინტერესებს, კარგად ეცოდინება ფილმი ანაბელი, რომელმაც იმდენი ხალხი შეაშინა, რომ საბოლოოდ შემქმნელებმა 257 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, ხოდა სწორედ ამიტომ, ანაბელი თავისი შემაძრწუნებელი ისტორიით ისევ ბრუნდება.
ანაბელი: შექმნა – ასე ქვია ფილმს, რომელიც თოჯინის შექმნის ისტორიას გვიყვება. მას შემდეგ რაც მეთოჯინესა და მისი მეუღლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპება, ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, რომ სახლში ობოლთა თავშესაფრის გოგონები მოიყვანონ. ძალიან მალე კი ეს გოგონები მეთოჯინეს ახალი ქმნილების – ანაბელის სამიზნეები ხდებიან.
11 აგვისტოს ანაბელი კინოთეატრებს მოევლინება და ეცდება, რომ მისი სამიზნე თქვენც გახდეთ. მოკლედ მოემზადეთ, ცხელ აგვისტოს ანაბელი გულს კიდევ ერთხელ გაგიხეთქავთ.