ტიმ როთი მია ჰანსენ-ლიოვეს ფილმში “Bergman Island”-ში ითამაშებს. ეს რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი იქნება.
ზებუნებრივი მელოდრამის ჟანრის ფილმში უკვე დამტკიცებულები არიან როლებზე ვიკი კრიპსი და მია ვასიკოვსკა.
ფილმი ამერიკელი ცოლ-ქმარი რეჟისორის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შვედეთში, ლეგენდარული ინგმარ ბერგმანის კუნძულ ფაროზე ჩავლენ სცენარის შესაქმნელად. წყვილი კუნძულის მისტიკურ საბურველში აღმოჩნდება მომწყვდეული. სხვა დეტალები ფილმზე ჯერ უცნობია.
variety.com