2019 წლის 8 ნოემბერს ეკრანებზე მაიკ ფლანაგანის ახალი ფილმი Doctor Sleep გამოვა. სურათი საკულტო რომანის The Shining-ის გაგრძელებაა და თავის მხრივ, სტენლი კუბრიკის ამავე სახელწოდების საკულტო ნამუშევრის სიქუელი იქნება.
Doctor Sleep-ის სიუჟეტი Overlook Hotel-ში გადარჩენილი დენის შესახებ გვიყვება, რომელიც ბავშვობის ტრამვებით იტანჯება და მოჩვენებები გასაქანს არ აძლევენ.
მას გამუდმებით ეცხადება ქალი 217-ე ნომრიდან, სიზმრებში კი სულ ის საბედისწერო ღამე ახსენდება.
გაზრდილი დენის როლს ფილმში იუენ მაკგრეგორი ასრულებს, მასთან ერთად სურათში ვიხილავთ რებეკა ფერგიუსონსა და ჯეიკობ თრამბლის.