და აი, ეს დღეც დადგა! თითქმის 3-წლიანი ლოდინის შემდეგ გავიგეთ, ვინ მორიგებს არიელის როლს დისნეის საკულტო ანიმაციური ფილმის The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში.
ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჰოლი ბეილი მზად არის ქალთევზად გარდაისახოს და წყალქვეშა სამყაროში გვამოგზაუროს.
ჰალისთან ერთად ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მელისა მაკარტიც მოირგებს. ოსკარის ორგზის ნომინანტი მსახიობი The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში მთავარ უარყოფით პერსონაჟ ურსულას განასახიერებს.
ფილმში ვიხილავთ ჯეკობ თრამბლსა და ავკვაფინასაც. ფილმის რეჟისორი რობ მარშალი იქნება, რომელმაც გასულ წელს დისნეისთვის Mary Poppins Returns გადაიღო.