ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ ტეილორ სვიფტის ახალი სინგლის კლიპში You Need To Calm Down, ისეთი ცნობილი სახეები მიიღებდნენ მონაწილეობას, როგორებიცაა ელენ დეჯენერესი, რაიან რეინოლდსი, ლავერნ კოქსი, ბილი პორტერი, ჯესი ფერგიუსონი, ადამ ლამბერტი, ადამ რიპონი და სხვები.
ამერიკელმა ვარსკვლავმა სიმღერა LGBTQ+ ჯგუფს მუძღვნა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის.
სწორედ ამიტომ გამოვიდა კლიპი ივნისში, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვიარ აქტივობები ტარდება.
დაანონსებული ვარსკვლავების გარდა, კლიპის დასასრულს კეტი პერიც გამოჩნდა. მოგეხსენებათ, სვიფტისა და პერის დაპირისპირება უკვე რამდენიმე წელია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა და სწორედ ამ კლიპის დახმარებით დაუსვა წერტილი ორმა მომღერალმა მათ ე.წ. ვარსკვლავურ ომს წერტილი.
ნახეთ ეს სახალისო მუსიკალური კლიპი ვარსკვლავების მონაწილეობით: