გალაქტიკის მცველების რეჟისორი ჯეიმს განი “DC”-ის კომიქსის ეკრანიზაციის თვითმკვლელთა რაზმის მეორე ნაწილზე მუშაობს. უკანასკნელი ინფორმაციით მთავარი პერსონაჟის, დედშოთის როლს უილ სმიტის ნაცვლად იდრის ელბა შეასრულებს. ასევ გასულ თვეში ცნობილი გახდა რომ ჯარედ ლეტოს ჯოკერი სიქველში აღარ იქნება. საიტ “Collider”-მა იმ პერსონაჟების სია გამოაქვეყნა, რომლებიც დედშოთის მხარდამხარ ახალ ფილმში იბრძოლებენ:
King Shark – დიდი ძალის მქონე ადამიანი-ზვიგენი, რომელიც თავს ზვიგენების ღმერთის შვილად მიიჩნევს, სხვების აზრით იგი უცნაური ექსპერიმენტის ან მუტაციის მსხვერპლია.
Ratcatcher – ყოფილი დეზინსექტორი ოტის ფლანეგანი, გოთემის მოქალაქემ ვირთხების მართვის გზას მიაგნო. მღრღნელების დახმარებით მას არაერთი ბანკი აქვს გაძარცვული.
Peacemaker – მშვიდობის სახელით არაერთი მკვლელობის ჩამდენი ბოროტმოქმედი ნამდვილი ფსიქოფატია. მას განუწყვეტლივ მამის აჩრდილი დაყვება, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორი იყო. მის როლზე დეივ ბაუტისტა განიხილება.
Polka-Dot Man – კიდევ ერთი ბეტმენის მეტოქე და გოთემელი ბოროტმოქმედი. მის კოსტიუმი მრავალი წვრილი წერტილით არის მოხატული, თითოეული მათგანი სასიკვდილო იარაღი ან სატრანსპორტო საშუალებაა.
ამ დროისთვის უცნობია გამოჩნდება თუ არა სიქველში მარგო რობის მიერ განსახიერებული ჰარლი ქუინი.