მოსიარულე მკვდრების ვარსკვლავმა, სტივენ იუნმა შესაძლებელია, მარველის შანგ-ლის ეკრანიზაციაში, პირველი აზიელი სუპერგმირი შეასრულოს.
არსებობს ჭორები იმაზე, რომ მსახიობი უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანიასთან, რომ სუპერგმირების უზარმაზარ სამყაროს შეუერთდეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.
შანგ-ლისთვის სცენარს ამერიკელი სცენარისტი დეივ კალახემი დაწერს ხოლო რეჟისორის სავარძელს, შუშის სასახლის ავტორი დესტინ კრეტონი დაიკავებს.
wegotthiscovered.com