“სლემდენსის” კინოფესტივალზე, სტივენ სოდერბერგის ფილმის “High Flying Bird” პრემიერა ჩატარდა. ფილმი პროფესიონალური კალათბურთის სამყაროს შესახებ გვიყვება. კინოჩვენების შემდეგ, რეჟისორი კრიტიკოსებს და მაყურებელს გაესაუბრა. დამსწრეთაგან ერთ-ერთმა რეჟისორს, ქრისტოფერ ნოლანის კითხვა გაუმეორა, რომელზეც პასუხი, სოდერბერგმა მაშინვე მონახა.
“ნოლანმა იკითხა: როდის შემობრუნდებით ბნელი მხრიდან და ფირით გადაღებას დაიწყებთ?”- გაისმა კითხვა.
“როდესაც ის ფანქრით წერას დაიწყებს”- უპასუხა სტივენმა.
"Christopher Nolan asked when you're going to come back from the dark side and start shooting on celluloid."
"When he starts writing scripts in pencil."
Our Q&A with Steven Soderbergh is heating up! #HighFlyingBird pic.twitter.com/VL1DPdQGi5
— Slamdance (@Slamdance) January 27, 2019
ცნობილია, რომ ნოლანი, კვენტინ ტარანტინო და პოლ ტომას ანდერსონი ის რეჟისორებია, ვინც ფილმებს კინოფირზე იღებენ. ნოლანი ამბობდა, რომ ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა თანამედროვე ტექნოლოგიამ აჯობა ძველს და სწორედ ამიტომ ის კვლავ კინოფირით გადაღებას აგრძელებს.
სოდერბერგს კი სწამს, რომ ფილმის გადაღება ნებისმიერი კამერითაა შესაძლებელი. “High Flying Bird”, ისევე როგორც წინა ფილმი შეურაცხადი მან Iphone- ით გადაიღო და კინოთეატრებში გაუშვა.