კონფერენცია Produced By-ის დროს, პლატფორმა Quibi-ს შემქმნელმა, ჯეფრი კატცენბერგმა აღნიშნა, რომ სტივენ სპილბერგი ახალ, შემაძრწუნებელ და სუპერსაშიშ პროექტზე მუშაობს. კატცენბერგის თქმით, რეჟისორმა უკვე დაწერა სერიალის 4 თავი, ხოლო მთლიანი შოუ 10 ან 12 სერიანი იქნება.
“სტივენ სპილბერგმა მოიფიქრა ძალიან საშიში ისტორია, და ძალიან მაგარია, რომ თვითონ წერს მას!” ამბობს კაცტენბერგი.
პროექტის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ხოლო სტრიმინგ სერვისი Quibi 2020 წელს გაეშვება და მისი ფასი ყოველთვიურად 4 დოლარი და 99 ცენტი იქნება.